x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134369
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დავით ყიფიანი

imageდავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2001, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.
დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში. 1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო 1971—1982 წლებში – თბილისის „დინამოში“. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში.[1]
სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 78 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში — 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. დაიღუპა ავტოავარიაში, 2001 წლის 17 სექტემბერს.[1] რა ფეხბურთელები გვყავდა!

1
47
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
47
  
2021, 16 აპრილი, 6:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1