x
image
თუთიკო ბერძენა
ნოტიო, მძიმე და უგემრიელესი პასკის რეცეპტი. გემო და სურნელი პოზიტიურად გაგაოცებთ!

ეს არის სააღდგომო პასკა, რომელიც თავს იწონებს თავისი საგემოვნო თვისებებით და გურმანების ინტერესს იწვევს.

image

10 კვერცხი

1. 100 გ შაქარი

3 კგ. ფქვილი

1 ლიტრი რძე

250 გ. მარგარინი

250 გ. კარაქი

1 ჭ ზეთი

1გ. მიხაკ-დარიჩინი

1 ც ილი

1 ჯაოზისკაკლის ნახევარი (გახეხილი)

2 შეკვრა ვანილი

6 ს.კ მშრალი საფუარი

1 ს. კ. ლიმონის ცედრა


400 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:
ნახევარ ლ. თბილ რძეში გახსენით 6 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ. მეორე ნახევარ ლ. თბილ რძეში გახსენით მარგარინი, კარაქი, 1/2 ჭ. ზეთი.

ცალკე ჭურჭელში 10 კვერცხის ცილას დანის წვერით მარილი დაუმატეთ კარგად გათქვიფეთ სანამ მუსს არ მიიღებთ, დაუმატეთ 10 ს. კ. შაქარი.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან აკეთებთ გოგლი-მოგლს გათეთრებამდე, რის შემდეგაც დაუმატებთ მუსს და აურევთ.

დიდ ჭურჭელზე, რომელზეც ცომი უნდა მოიზილოს, დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარი, ცხილარეული რძე, კვერცხისგან მომზადებული მასა, დარჩენილი 1/2ჭ. ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 7-8 საათი ამიტომ სჯობს ეს ყველაფერი საღამოს გააკჯეთოთ და დილით კიდევ ერთხელ ჩაზილოთ ეს ცომი. (უმჯობესია ღამით ცომი თბილ ადგილზე განათავსოთ).

დაუმატეთ ქიშმიში, ცუკატები, ლიმონის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი. აზილეთ და ქაღალდჩაფენილ და ცხომწასმულ ფორმებში მოათავსეთ ისე, რომ ჭურჭლის ნახევარს იკავებდეს.


ფორმაში გადატანილი ცომი კიდევ 6 საათი დააყოვნეთ. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში .
1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელიდან და ხის ჩხირით მოასინჯეთ. შეგრილების შემდეგ გადამოიღეთ ფორმებიდან.

image



0
86
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0