x
image
ლანა92
ტვინის აფეთქება: 7 ლოგიკური გამოცანა და ოპტიკური ილუზია, რომელზეც ტვინს იჭყლეტენ

image















ტესტი 1.

პერიფერიული მხედველობის შესამოწმებელი ტესტი, რომელიც რამდენიმე წელია, სოციალურ ქსელებში ტრიალებს.

თუ გამოსახულებას დააკვირდებით, მაშინ უნდა შეამჩნიოთ, თუ როგორ გახდება წრეში ერთ-ერთი მეწამული რგოლი სალათისფერი (ღია მწვანე).










image











ტესტი 2.

ჰომოსექსუალია თუ არა?

ესაა ფინეთის არმიის ტესტი, რომელსაც უწოდებენ ჰომოსექსუალიზმის შესახებ ფინურ ტესტს. იგი იძლევა საშუალებას, დადგინდეს, ახალწვეული ჰომოსექსუალია თუ არა. თუ მე-5 რგოლზე ადამიანს არ შეუძლია რიცხვ 6-ის დანახვა, მაშინ ის ლატენტური ჰომოსექსუალია.

სინამდვილეში ეს ტესტი ყალბია. იგი ჯერ კიდევ 2009 წელს ბლოგერმა, ფრიც მორგენმა მოიფიქრა.










image










ტესტი 3.

რა ფერისაა აბი?










image










ეს ტესტი მას შემდგომ გაჩნდა, რაც ჩაცხრა ისტორია "ლურჯი და თეთრი კაბების ფენომენზე". სხვადასხვა ფერის სურათებზე გამოსახულია ხელისგულებზე დადებული აბები. თქვენ უნდა განსაზღვროთ, რა ფერისაა ისინი?

აზრები გაიყო. ზოგისათვის ორივე ფოტოზე გამოსახულია ნაცრისფერი აბი, სხვებისათვის ერთი აბი წითელია, მეორე - ლურჯი.

რეალურად პირველნი არიან სწორი და ორივე აბი ნაცრისფერია, მაგრამ ადამიანის ტვინი მათ სხვანაირად (სხვა ფერად) აღიქვამს მაშინაც კი, როცა სწორი პასუხი უკვე იცის. ჟურნალისტებმა ფოტოშოპით გადაამოწმეს, რომ აბები ნამდვილად ნაცრისფერი იყო, თუმცა დავა მაინც არ მინელებულა.

image












ტესტი 4

კამათი "ადიდასის გამო" - რა ფერისაა "ადიდასის" ზედა, მაისური?








image








ზოგი მას აღიქვამს თეთრ-ცისფერ ფერებში, სხვები - მწვანე-ოქროსფერში, დანარჩენებისათვის "ადიდასის" ზედა შავ-ყავისფერ ფერებშია გაწყობილი. გამოკითხულთა 67 % სწორედ ამ უკანასკნელ ვერსიას ემხრობა. უნდა ვიფიქროთ, რომ ოპტიკური ილუზია არაზუსტი, ნაკლებად გამოკვეთილი ფერების დამთხვევამ.

ტესტი 5. ცხენი წრეში

ტესტი ამოწმებს პერიფერიულ მხედველობას. აბა, კაშკაშა წითელ წრეში ცხენს თუ შეამჩნევთ?

აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს ცხოველის კონტურებს, ზიგი დეტალებსაც, როგორიცაა: ბალახი, თივა და უნაგირი. არიან ისეთებიც, რომელთაც ცხენის აღქმაც კი ვერ შეძლეს.

image

ტესტი 6.

გაორებული პიროვნებები

ესაა შვეიცარიელი ფოტოგრაფის, ტიციან ვერგარის სურათი. მან რამდენიმე გოგონა გადაიღო სარკის კედელთან, მაგრამ არ უთქვამს, რამდენი მოდელი მონაწილეობდა გადაღებაში. ინსტრაგრამის მომხმარებლები ტვინს იჭყლიტავენ: ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ 2 გოგონაა ფოტოზე, ზოგისათვის 4 გოგონა, სხვა კიდევ საუბრობდა 12 გოგონაზეც კი.

image

ტესტი 7

დაღეჭეთ ბანანები, მიირთვით ქოქოსი

რას უდრის მე-4 გამოსახულების მნიშვნელობა? ( ქოქოსი+ ვაშლი + ბანანი?)

image

ესაა კანადელი მოქალაქის მიერ 2016 წლის თებერვალში ფეისბუქ მეგობრებისათვის შეთავაზებული საბავშვო გამოცანა ბანანებზე, ქოქოსებსა და ვაშლებზე. თქვენ ჯე რუნდა განსაზღვროთ, რას უდრის თითოეული ხილი.

მაშ, ასე, აქვე ამოხსნაც:

გამოსახულება 1: 3 ვაშლი=30,

1 ცალი ვაშლი= 30:3=10;

გამოსახულება 2: 1 ვაშლი + 4 ბანანი + 4 ბანანი = 18;

ვიცით, რომ 1 ც. ვაშლი = 10. ამიტომ

10 + 4 x + 4 x = 18;

8x = 18-10

8x=8

x=8:8

x=1

1 ცალი ბანანი = 1;

გამოსახულება 3: 4 ბანანი - 2 ნახევარი ქოქოსი = 2

ვიცით, 1 ცალი ბანანი 1-ია, 4 ცალი ბანანი კი - 4. ამიტომ

4 - 2x=2

2x=4-2

2x=2

x=1

ე.ი. ნახევარი ქოქოსი=1, ხოლო მთელი ქოქოსი=2 (მაგრამ ჩვენ სულ ნახევარი ქოქოსი გვაქვს);

ამრიგად,

1 ცალი ვაშლი =10;

1 ცალი ბანანი=1;

ნახევარი ქოქოსი=1;

გამოვითვალოთ გამოსახულება 4:

ნახევარი ქოქოსი + 1 ცალი ვაშლი + 3 ცალი ბანანი = 1+3+10=14.

(სწორი პასუხი).

სწორი პასუხია 14, თუმცა გამოცანას ფეისბუქზე ჰქონდა 180 000-ზე მეტი გაზიარება 2.7 მილიონი კომენტარი. იყო 3 ვერსია: 1. 14; 2. 15; 3. 16;

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0