x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ მიაქვთ კურდღლებს კათოლიკეებისთვის კვერცხები?
image

მართლმადიდებლურ ტრადიციაში სააღდგომო პასკა და ფერადი კვერცხები აღდგომის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. კათოლიკეები ამ დღესასწაულს უკავშირებენ სააღდგომო კურდღელს, რომელიც კვერცხებს დებს. როგორ გახდა ეს შინაური ცხოველი ქრისტეს აღდგომის სიმბოლო?


ევროპული ტრადიცია ფესვებს წარმართულ დროში იღებს. კურდღლები ძველ გერმანულ კულტებში ასოცირდებოდა ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტართან (გერმანიაში აღდგომის დღესასწაულს "ოსტერნს" უწოდებენ). კვერცხი სიმბოლოა სიცოცხლისა, ხოლო კურდღლები - ნაყოფიერებისა. სხვადასხვა რწმენაში არსებობდნენ სხვა ცხოველები (მელა, მამლი), რომლებიც ამ კულტთან ასოცირდებოდნენ, მაგრამ თანდათანობით კურდღელმა ყველა „განდევნა“.


ქრისტიანობის გავრცელებას მთელს ევროპაში მისიონერები უწყობდნენ ხელს ისინი ადაპტირებდნენ წარმართულ რიტუალებსა და ჩვეულებებს ქრისტიანული დღესასწაულებისათვის. აღდგომის დღესაც იგივე მოხდა. გაზაფხულის ბუნიობის წარმართული დღესასწაული და ქალღმერთ ოსტარის დღესასწაული "ჩაქსოვილია" იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის კონტექსტში. კურდღელი ასევე "გადასახლდა" ქრისტიანულ ტრადიციაში. მათი გარეგნობა შინაურ კურდღლებად გადაიქცა, მაგრამ არ შეუწყვეტიათ კვერცხების დადება.



პირველ წერილში აღნიშნულია, რომ კურდღლებს კვერცხები მოაქვთ აღდგომის დროს, მე -16 საუკუნის მიწურულიდან და მე -17 საუკუნის დასაწყისში. სააღდგომო ტრადიციები პირველად ოფიციალურად დააფიქსირა 1698 წელს გერმანელმა პროფესორმა გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუმ. მის ტრაქტატს ერქვა "სააღდგომო კვერცხებზე" ("De ovis paschlius").მან დაწერა:


„სამხრეთ გერმანიაში, ელზასში, პფალცინში, აგრეთვე ზოგიერთ მეზობელ ადგილებში და ვესტფალიაში ამ კვერცხებს კურდღლის კვერცხებს უწოდებენ. ბავშვებს უთხრეს, რომ სააღდგომო კურდღელი კვერცხებს ციდან ჩამოიტანს და შემდეგ ბალახებსა და ბუჩქებში დატოვებს. ეს ბავშვებს კიდევ უფრო დიდ მონდომებას აძლევდა თამამად და სხარტად მოეძებნათ სააღდგომო კვერცხები."


თანამედროვე გერმანელები ყოველწლიურად გულმოდგინედ მისდევენ ამ ტრადიციას.


ამერიკაში, სააღდგომო კურდღლების შესახებ პირველად 1770-იან ჰოლანდიელების ჩასვლის შემდეგ გაიგეს. დროთა განმავლობაში კურდღელმა კვერცხების გარდა, შოკოლადის და სათამაშოების "მოტანა" დაიწყო.


image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
2 - ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, დროა სიმართლე გაიგოთ
3 - მკვდარ გემზე არსებულმა სანახაობამ მეზღვაურები შოკში ჩააგდო
4 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
5 - გოგონამ და მისმა ძაღლმა თხა და მისი პატარა თიკანი გადაარჩინეს - ამით კი ინტერნეტ გმირები გახდნენ!
,

1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ!
2 - თუ თირკმელებში დაგროვილი ქვები გტანჯავთ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება
3 - ამ ხორცზე უარესს ვერსად ვერ ნახავთ! აუცილებლად ამოიღეთ ის თქვენი კვების რაციონიდან
4 - ამიერიდან მომსახურების გაწევის შეთავაზებისას და რეკლამირებისას ფასი ლარებში იქნება გამოხატული
5 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია
6 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!
7 - რამდენად ჭკვიანი ხართ და შეძლებთ თუ არა ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით კვადრატის მიღებას
8 - შვილის საფლავზე მისულ დედას იქ უცნობი ქალი დახვდა. ეს ამბავი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე!
9 - ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლის შესახებაც ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ!
10 - გაფრთხილება ქალებს! ეს გოგონა სიკვდილს გადაურჩა, ყველაფერი კი თმის საღებავის ბრალი იყო

0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
119