x
image
ირინა მ.
სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები
image

სასტუმროს ხსენებაზე, უმეტეს შემთხვევაში, სასიამოვნო ასოციაციები გვექმნება გულღია მიღებასთან, სუფთა ზეწრებთან და დასვენებასთან. სინამდვილეში, ეს ყოველთვის ასე არ არის. არსებობს სპეციალური ფორუმები, სადაც სასტუმროების თანამშრომლები ერთმანეთს ყოველდღიურ შემაძრწუნებელ შემთხვევებს უზიარებენ. რა იმალება ოტელების სტუმართმოყვარე პერსონალის კეთილგანწყობილი ღიმილების მიღმა?

1. ცნობილი ადამიანების მოთხოვნები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების თანამშრომლები ხშირად იღებენ ვარსკვლავურ სტუმრებს, მაგრამ მათთვის ხშირად ეს ისეთი გრანდიოზული მიღება არ არის, როგორც შორიდან ჩანს. ცნობილების მოთხოვნები შეიძლება უბრალოდ არაადეკვატური იყოს! მაგალითისთვის: ერთ-ერთ ოტელში მომღერალმა მერაია ქერიმ მოითხოვა 25 ნომერი (მათ შორის 5 უნდა ყოფილიყო დივას საგრიმიორო), 15 ჰაერის დამატენიანებელი თავის ნომერში და კარი "გასახედი თვალის" გარეშე.

image

2. სინამდვილე ლოგინის თეთრეულზე

რამდენიმე თანამშრომლის სიტყვებით, ლეიბის პირებს და ზეწრებს ოტელებში რეგულარულად ცვლიან, რასაც ვერ ვიტყვით საბნებსა და საბნის ჩიხოლებზე. ერთ-ერთმა მოახლემ აღიარა: "სტუმრის მიღების წინ, როცა ნომრის დალაგება მეზარება, უბრალოდ თეთრეულს ვასწორებ, კარგად რომ გამოიყურებოდეს. როგორც წესი, მომავალი სტუმარი მეცოდება" (?!-ავტ.).

image

3. ზოგიერთი სასტუმრო VIP-სტუმრების ნებისმიერ სურვილს ასრულებს

რაც არ უნდა მოისურვოს VIP-სტუმარმა, მისი ყველა სურვილი შესრულებული იქნება. ოტელის მომსახურე პერსონალი არაერთხელ დაკავშირებია ადგილობრივ სააგენტოებს, რათა სტუმრის გასართობად ქალები მოეყვანათ. ასეთ შემთხვევებში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ოტელში მიყვანა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მაგალითად, პიცის.

image

4. ფრთხილად სკამებთან

დიახ სწორედ სკამებთან! ერთ-ერთმა მოახლემ მოყვა სამწუხარო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ სარგებლობდა ერთი კალათბურთის გუნდი საპირფარეშოთი და წყალს არ უშვებდა. ამასთან, მას მიუწია ტუალეტის დალაგებაც და სკამების გასუფთავებაც, რაზეც სტუმრები შიშვლები სხდებოდნენ.


image

5. მათ ყველაფერი ესმით

ზოგიერთ ოტელში ძალიან თხელი კედლებია, ამის გამო ყველაფერი ისმის. სასტუმროს ტანამშრომლის აღიარება: საშინელებაა, როცა ადამიანების დიდი ჯგუფის განთავსება გიწევს ნომრებში, სადაც შემდეგ სვინგერების (ჯგუფური სექსის მონაწილენი) საღამო მოაწყვეს რამდენიმე ღამის განმავლობაში. ეს ნამდვილი ქაოსი იყო. შემდეგ მობინადრეებიც ჩიოდნენ, რომ ისინი დერეფნებში შიშვლები დარბოდნენ.

image

6. ნუ ეხუმრებით ადმინისტრატორს!

რესეფშენის თანამშრომლებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ თუ სტუმარი იუხეშებს, განათავსოს იგი ლიფტის მიმდებარე ნომერში, რომელსაც საშინელი ხედი აქვს, ან "შემთხვევით" მოხსნას ბარათიდან ზედმეტი თანხა, ან ნომრის ბარათი-გასაღების დეაქტივაცია მოახდინოს. ასეთი ისტორიები უამრავია.

image

7. ქურდობა ხშირი მოვლენაა

მოახლეები აღიარებენ, რომ წვრილმანი ქურდობით არიან დაკავებული. ზოგიერთს გარკვეული მიზანი აქვს, მაგალითად, ერთ დამლაგებელს უყვარს სტუმრების ჩემოდნების გასინჯვა, სახლისთვის სასარგებლო ნივთების აღმოჩენის მიზნით, სხვა-სასტუმროს კოვზების კოლექციას აგროვებს, რომელიც უკვე 200 ცალი დაუგროვდა.

image

8. ცოტა რამ საკვების შესახებ

ხშირად ვერც წარმოვიდგენთ, რა ხდება სასტუმროების სამზარეულოში, და ჯობია არც ვიცოდეთ, უბრალოდ შეარჩიეთ ხარისხიანი, შემოწმებული სასტუმრო. ერთ-ერთი თანამშრომლის მონაყოლიდან: როცა კერძის მიტანას ნომერში ითხოვენ, ხშირად ჩვენ ვახშმის ნარჩენები მიგვაქვს.

image

9. ბავშვების შესახებ

სასტუმროს პერსონალი აღშფოთებულია ზოგიერთი სტუმრის ბავშვით. არის შემთხვევები, როცა ბავშვები სასტუმროს ტერიტორიაზე პამპერსის გარეშე დარბიან და მოულოდნელ ადგილებში სიურპრიზებს ტოვებენ, აუზში კი ყურადღების გარეშე არიან მიტოვებული. შედეგებზე მზრუნველი დედიკოები ხშირად პერსონალს ადანაშაულებენ.

image





ეს საინტერესოა:




საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ

image

გინდათ ონლაინ გაყიდოთ ტანსაცმელი? ნახეთ როგორ მოახერხა ეს ფილიპინელმა ქალბატონმა

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ

image


რა ღირს დედამიწა?

image


რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image


ქუთაისში ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება. რას ნიშნავს კოკუცა?

image







0
1159
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0