x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონიის საგანმანათლებლო სისტემის 7 საიდუმლო, რაც ბავშვებს წარმატებისკენ უბიძგებს

იაპონიაში სკოლა განიხილება, როგორც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საფეხური.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ საგანმანათლებლო სისტემასა და სხვა ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსებაა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელიც მათ სისტემას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურს ხდის მსოფლიოში.





1. იაპონიის სკოლები იყენებენ უსახელო საღებავებს

image

უსახელო საღებავები ნაცნობ ფერთა სახელებს ანაცვლებს, რისთვისაც გამოიყენებენ მხოლოდ ძირითადი ფერის ვიზუალურ გამოსახულებებს: იასამნისფერი (მაჯენტა), ყვითელი და ცისფერი. ნარინჯისფერი, მწვანე ან ლურჯი ფერის დამატებითი ჩრდილების შესაქმნელად, ვიზუალური ეტიკეტირების სისტემა ასევე ეყრდნობა პროპორციას, რომელიც მეტ-ნაკლებად განსხვავებული ფერის ილუსტრირებას ახდენს.


საღებავის განტოლებები ბავშვებს ეხმარება გაიგონ ფერების თეორიის ზოგიერთი ძირითადი ცნება და ასეთი სახალისო გზით სწავლობენ თუ როგორ დააკავშირონ და შექმნან ახალი ფერები.





2. ბავშვები თვითონ ასუფთავებენ სკოლას

image


მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ მსოფლიოს სკოლებში იქ დასაქმებული დამლაგებლები ასუფთავებენ სასწავლო დაწესებულება, ასე არ არის იაპონიაში.


იქ მოსწავლეები არიან პასუხისმგებელნი საკლასო ოთახების, კაფეტერიების და ტუალეტების სისუფთავეზეც კი.


იაპონიის საგანმანათლებლო სისტემა თვლის, რომ ერთად დასუფთავება ასწავლის სტუდენტებს ერთმანეთის დახმარებას და გუნდურ მუშაობას. ასე სწავლობენ მოსწავლეები პატივისცემას საკუთარი და სხვისი საქმისადმი.





3. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ჭამენ კლასში

image

სხვა ქვეყნებში შეიძლება გამორიცხული იყოს მასწავლებელთან ერთად ჭამა, იაპონიაში კი ეს ნორმაა, რადგან მასწავლებლისა და მოსწავლის ერთად ჭამა სასარგებლოდ ითვლება პოზიტიური კავშირის შესაქმნელად. სადილობის დროს შეიძლება სასარგებლო საუბრები, რაც ოჯახის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში ეხმარებათ ბავშვებს.


image

ასევე, იაპონიის საგანმანათლებლო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტების ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას. ასე რომ, დაწყებით და საშუალო სკოლაში, სადილი მზადდება ჯანდაცვის პროფესიონალებისა და კვალიფიციური მზარეულების მიერ შემუშავებული სტანდარტიზებული მენიუს შესაბამისად.





4. სასკოლო საგნების გარდა, იაპონელი მოსწავლეები სწავლობენ პოეზიასა და იაპონურ კალიგრაფიას

image

იაპონური კალიგრაფია, რომელსაც ასევე უწოდებენ შოდოს, არის ხელოვნების ის ფორმა, რომელშიც ადამიანები გამოხატავენ კანჯის სიმბოლოებს (ჩინურ სიმბოლოებს, რომლებიც იყენებენ იაპონურ წერაში) ექსპრესიული და შემოქმედებითი გზით.


ისინი ასევე სწავლობენ ჰაიკუს, პოეზიის ფორმას, რომელშიც მარტივი ფრაზებით გამოიყენება ღრმა ემოციები. პოეზიის ამ ფორმას ინტელექტუალურ, თერაპიულ და ესთეტიკურ ეფექტებად მიიჩნევენ.


ამ ყველაფერს კი იმიტიომ ასწავლიან, რომ პატივი სცენ თავიანთ საუკუნოვან ტრადიციებს და დააფასონ მათი კულტურა.






5. მეოთხე კლასამდე იაპონელი ბავშვები არ აბარებენ გამოცდებს

image

ადრე საქართველოშიც ასე იყო - დაწყებით კლასებში გამოცდას არ აბარებდნენ მოსწავლეები, თუმცა ახლა ეს შეიძლება უცნაური ჩანდეს.


იაპონიაში საგანმანათლებლო სისტემაში პირველი 3 წლის განმავლობაში მიზანია განავითარონ ბავშვების ხასიათი და კარგი მანერები და არ განსაჯონ მათი ცოდნა. ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა იყვნენ გულუხვები, თანამგრძნობები. მათ ასევე ასწავლიან სხვების პატივისცემას, ბუნებასთან და ცხოველებთან მჭიდრო კავშირის დამყარებას.





6. თითქმის ყველა ატარებს სკოლის ფორმას

image

იაპონიის თითქმის ყველა საშუალო სკოლაში საასკოლო ფორმის პოლიტიკა მიზნად ისახავს ბარიერების მოხსნას და საზოგადოების ისე ჩამოყალიბებას, როგორც ერთი მთლიანი ოჯახის.

ჩაცმულობის კოდექსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ყურადღება გაამახვილონ სწავლისა და ზრდისკენ და ასევე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვებს უბიძგებს თვითგამოხატვისაკენ, გარდა ტანსაცმლისა.





7. მოსწავლეები ესწრებიან სკოლის შემდგომ სემინარებს

image

იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს სკოლის შემდგომი სემინარები ან მოსამზადებელი სკოლები. იქ მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ ახალი რამ 6-საათიანი სკოლის დღის გარდა. გაკვეთილები ტარდება საღამოობით და იაპონელი სტუდენტების უმეტესობა მათ ესწრება, რათა შეძლონ მიიღონ უფრო კარგი საშუალო განათლება.


ასე რომ, მსოფლიოს მოსწავლეებისგან განსხვავებით, იაპონელი ბავშვები შაბათ-კვირასაც და შვებულების დროსაც კი სწავლობენ.



image


0
507
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0