x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მამაკაცის 5 ქცევა, რომელიც გასცემს, რომ ის თქვენი ერთგულია
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image


საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.


როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.




ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა.




თუ თქვენს მამაკაცს ახასიათებს ეს 5 ქცევა, შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ის თქვენი ერთგულია და ნამდვილად გაფასებთ.




¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸


მას თქვენთვის დრო ყოველთვის აქვს - მაშინაც კი, როდესაც ის ძალიან დაკავებულია, აუცილებლად გამონახავს დროს ტექსტური შეტყობინებისთვის, ჩაის დასალევად, ფილმის სანახავად და პრობლემის განსახილველად. ასეც უნდა იყოს, როდესაც მას თქვენთან ყოფნა ნამდვილად სურს.





¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸


მას აინტერესებს თქვენი აზრები - თქვენთან ერთად ის თავს კომფორტულად გრძნობს და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ საკითხზე გესაუბროდ. ასეთი დამოკიდებულება სამომავლო ფუნდამენტია, ჩხუბსა და დისკუსიას ჩაანაცვლებს ერთობლივი გადაწყვეტილება და პრობლემების ძიება.





image





¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸


ის კარგი მრჩეველია - გირჩევთ, რადგან მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ისევე, როგორც თქვენი რჩევა და აზრია მნიშვნელოვანი მისთვის.




¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸


დაპირებებს ასრულებს - თუ ის დაპირებებს ასრულებს, ეს მეტყველებს ადამიანის წესიერებასა და ნდობაზე.




¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸



ის პატივს სცემს თქვენს სოციალურ წრეს - შენი მეგობრები, შენი ნათესავები ... ის მათზე ცუდად არ საუბრობს და შესაბამისად არც თავის ნათესავებსა და მეგობრებზე იტყვის ცუდს, რაც სამაგალითოა და თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ.




0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0