x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რატომაა გველის სხეული გრძელი? - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა მეცნიერებაში?!


image

















მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ აქვს გველებს ასეთი გრძელი სხეული და რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამან მომავალში ზურგის ტვინის დაზიანების პრობლემის მქონე ადამიანების მკურნალობაზე.

ლისაბონში (პორტუგალია) გიულბენკიან დე სენციას სახელობის სამეცნიერო ინსტიტუტის სწავლულთა ჯგუფმა დაადგინა, რომ გრძელი ტანი გველებში განპირობებულია Oct 4 გენით, რომელიც არეგულირებს ღეროვან უჯრედებს და გავლენას ახდენს სხეულის ზდაზე. კერძოდ, ემბრიონის განვითარების ფაზაზე ეს გენი რჩება "ჩართულ" რეჟიმში უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა სახეობებში. სწორედ ამიტომ უვითარდებათ გველებს ძალიან გრძელისხეული და მოკლე კუდი.

მეცნიერთა განმარტებით, oct 4 გენი ევოლუციის პროცესში აღმოჩნდა დნმ-ის ნაწილის გვერდით, რაც მას აქტიურს ტოვებს ემბრიონის განვითარების პროცესის განმავლობაში.

გარკვეულია, თუ რა როლს თამაშობს oct 4 გენი გველის სხეულის ფორმირებაში, რამაც შესაძლოა, ნათელყოს ზურგის ტვინის რეგენერაციის საკითხიც და მომავალში ეს მიგნება დაეხმაროს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს გამოჯანმრთელებაში.

0
388
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0