x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიდეო:როგორ და რატომ მოკლეს "დედ ჰასანის" ჩრდილი "ალიკ რიჟი"
image






ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი ალბერტ ჰეიდაროვი (ალიკ რიჟი) მოკლეს ორშაბათს მოსკოვში. კანონიერი ქურდი მოკლეს განგსტრული მოქმედების სტილში - ელიტარულ ფიტნეს კლუბში სირბილის დროს. ცხელმა კვალმა გამოძიება მიიყვანა ქალაქ ნევასთან, სადაც ერთხელ უკვე სცადეს "ალიკ რიჟის" მოკვლა.






ჰეიდაროვი მოკლეს14.50 საათზე და მკვლელი სულ არ შეშფოთებულა მოწმეების სიმრავლით. ავიაციის ქუჩაზე მდებარე ელიტარული კომპლექსის ფიტნეს კლუბის სავარჯიშო დარბაზში, მკვლელისა და მსხვერპლის გარდა, სულ მცირე, კიდევ სამი სპორტსმენი იყო, კაცი და ორი გოგონა. უფრო მეტიც, თავად დარბაზი აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემით, ამიტომ, მთელი სცენა კამერამ დააფიქსირა. ბანდიტმა, რომელიც ოდნავადაც არ ჩქარობდა, რამდენჯერმე ესროლა ქურდს, შემდეგ იარაღი ჩანთაში ჩადო და გაქრა.







ფიტნეს კლუბში გარდაცვლილი დაფიქსირებული იყო, როგორც გენადი პეტროვი, ამიტომ. მსხვერპლის ვინაობა დაუყოვნებლივ ვერ დადგინდა. მალე გაირკვა, რომ მკვლელობა შეკვეთით იყო და კრიმინალური კლანების ომის კატეგორიას მიეკუთვნებოდა. შესაძლებელი გახდა სავარაუდო მსროლელის ვინაობის დადგენა, ის აზერბაიჯანელი თალეჰი აღმოჩნდა. ცხელ კვალზე ოპერმუშაკებმა მკვლელი ვერ დაიჭირეს.






image






განჯაში დაბადებულმა ალი ჰეიდაროვმა, თავისი კრიმინალური ბიოგრაფია შექმნა არხანგელსკში. მან მეტსახელი "რიჟი" თმის ფერის გამო მიიღო. არხანგელსკში იგი შეუერთდა ერთ-ერთ ადგილობრივ განგსტრულ კლანს - კომსომოლსკოეს" ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს. ადგილობრივი "ძმები და მათ შორის ხილის ვაჭრები მფარველობდნენ მას. პირველი პატიმრობა "ალიკ რიჟიმ "გამოძალვისთვის მიიღო. მოგვიანებით იგი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივი მაფიის კლანებს შეუერთდა. იმავე ადგილას, 2012 წლის სექტემბერში მან კანონიერი ქურდის წოდება მიიღო . ამაზე თანხმობა მას რუსეთის ქურდული სამყაროს ლიდერმა დედ ჰასანმა გამოუგზავნა.






თანდათანობით, ჰეიდაროვი გახდა მისი მფარველი და ასლან უსოიანს სხვა დიდი ფიგურები მოაშორა. ამან, რა თქმა უნდა, დანარჩენი ქურდები გააბრაზა. 2014 წელს მათ "ალიკ რიჟის" მოკვლა სცადეს, მაგრამ ქილერები უკანასკნელ მომენტში დააკავეს და ის სწრაფად გადავიდა თურქეთში. საზღვარგარეთაც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ მისცეს. უცნაური ავარიის დროს ( მოულოდნელად მანქანის ბორბალი გასკდა), ჰეიდაროვის შვილი მძიმედ დაშავდა. შემდეგ სასიკვდილოდ სცემეს ედირნში განგსტერებთან შეხვედრის დროს. ამის მერე, ჰეიდაროვმა პეტერბურგში დაბრუნება გადაწყვიტა.






დაბრუნება ტრიუმფალური არ აღმოჩნდა. ქურდული "ობშიაკის" შევსების მცდელობისას დააპატიმრეს. ავტორიტეტი მოხვდა მანქანის მძარცველებთან მანქანის გაყიდვის დროს და მიიღო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, კოლონიაში ის ყველანაირად თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან, მონაწილეობდა სამოყვარულო წარმოდგენებში და შედეგად, თავისთვის „გამოიმუშავა" პირობით ვადამდე გათავისუფლება. ქურდული სამყარო უკიდურესად სკეპტიკურად განეწყო მისი ამგვარი ცვლილებების მიმართ: ამ დროისთვის ჰეიდაროვს კანონიერი ქურდის სტატუსიც კი ჩამოერთვა.






მიმდინარე წლის თებერვალში "ალიკ რიჟიიმ" ფართოდ აღნიშნა 40 წლის იუბილე. ხუმრობით სპეცნაზის ტანსაცმელში გადაცმული მსახიობები თავს უხრიდნენ და თაყვანს სცემდნენ.





ჰეიდაროვის მკვლელობის მთავარ ვერსიად კვლავ რჩება ქურდული სამყაროს შურისძიება სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის. გავრცელდა ვერსია, რომ მან პირობით ვადამდე გათავისუფლება მიიღო მაფიის ლიდერების წინააღმდეგ გარკვეული ჩვენების მიცემის გამო.






ამასთან, შესაძლებელია, რომ "ალიკ რიჟის" თვლიდნენ სხვა ავტორიტეტის ნადირ სალიფოვის, იგივე "ლოტუ გულის" მკვლელობის არაოფიციალურ შემკვეთად. "ლოტუ გული" გასულ აგვისტოში მოკლეს სტამბოლში. "დედ ჰასანის" სიცოცხლის დროსაც კი, ორი განგსტერი მტრობდა ერთმანეთს, რომ უსოიანის უახლოეს თანამოაზრეებად ჩაეთვალათ და ეს მტრობა არ განელებულა მისი სიკვდილის შემდეგაც.





0
764
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0