x
ძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?!
image
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, ისეთი ცხოვრება აქვთ, ნებისმიერ ადამიანს შეშურდება.

მათი ბრწყინვალე კარიერიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს კოლოსალური ანაზღაურება აქვთ, რითაც აქვთ
საშუალება, იცხოვრონ ისე, როგორც მათ კარიერას შეესაბამება. Forbs-ის მიხედვით, ისინი პირველი ფეხბურთელი მილიარდერები გახდებიან.

საინტერესოა, რაში ხარჯავენ ასტრონომიულ ანაზღაურებას?

სახლები

ორივე ფეხბურთელის საცხოვრებელი სახლი ყოველთვის განსხვავებული დახვეწილობით გამოირჩეოდა.

პორტუგალიიდან ინგლისში გადასვლის შემდეგ რონალდომ 3 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი შეიძინა. 2009 წელს "რეალში" გადაბარგდა, საცხოვრებელში 4.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

რაც შეეხება ტურინის საცხოვრებელს, პორტუგალიელი სუპერმოდელ ჯიანა როდრიგესთან ერთად დიდ ვილაში ცხოვრობს, სადაც მისასვლელად კერძო გზის გავლაა საჭირო. კრიშტიანოს საკუთრება საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს და სხვადასხვა ვერანდიდან ულამაზესი ხედი იშლება.
image
სახლში სპორტული დარბაზი აქვთ, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი და მისი სუპერმოდელი მეუღლე ჯორჯინა დიდ დროს ატარებენ.
image
რონალდოს სადღესასწაულოდ 1.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი კოსტა-დელ-სოლის რეგიონში აქვს. მის საკუთრებაში ასევე 7 მილიონი ფუნტის ოდენობის ბინას შეხვდებით, რომელსაც ის მშობლიურ მადეირაში ფლობს. იმ ბინაში რონალდოს ძმა და დედა ცხოვრობენ.
image
რაც შეეხება მესის, ლეგენდარული არგენტინელი კატალონიაში 5.5 მილიონ ფუნტად შეფასებულ ბინაში ცხოვრობს. სუფთა გარემოსთვის იმ უბნის თავზე ფრენებიც კი აკრძალულია.
image
სასახლე "კამპ ნოუდან" 12 კილომეტრითაა დაშორებული. მესისა და ანტონელას სახლში შიდა და გარე მოედანს, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს შეხვდებით.

გასაოცარია, რომ ფეხბურთელს მანქანების გარაჟი დონეებად აქვს, რადგან რომელ სართულზეც გაჩერდება, მანქანა იქ გააჩეროს.
image
აღსანიშნავია, რომ ლეოს ბინაში ფეხბურთელების ზედების კოლექციას შეხვდებით, რომელიც დიდებულად აქვს ორგანიზებული და შენახული.
image
მესი ასევე მაიამიში "პორშეს" დიზაინის კოშკს ფლობს, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედი იშლება.
image
მანქანები

კრიშტიანო რონალდო შეიძლება მანქანების კოლექციონერადაც ჩაითვალოს. "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს გარაჟში 16 მილიონი ფუნტის ღირებულების მანქანები ჰყავს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია "ბუგატის" 2 სახეობა, რომლების საერთო ღირებულებაც 8.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
image
რონის საყვარელი მანქანა კი F12 ბერლინეტა გახლავთ. ლეგენდარული პორტუგალიელი სუპერიტალიური მანქანის მოყვარულია!
image
რაც შეეხება მესის, რა თქმა უნდა, მასაც უყვარს მდიდრული და სპორტული მანქანები, თუმცა რონალდოსავით "მანიაკად" არ ითვლება.

6-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის გარაჟში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი "პაგანი ზონდა" გახლავთ, რომელიც დაახლოებით 1.5 მილიონი ფუნტი ღირს.
image
ასევე შეხვდებით "მაზერატს", "ფერარის", "აუდის" რამდენიმე მოდელს, "პორშესა" და ა.შ.
image
კერძო თვითმფრინავები

ორივე ვარსკვლავი ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებისთვის კერძო თვითმფრინავით სარგებლობს.

რონალდომ 2015 წელს Gulfstream G200-ის მოდელში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
image
რაც შეეხება ლეოს, არგენტინელმა Gulfstream V-ის ტიპის თვითმფრინავი 2018 წელს 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. თვითმფრინავი 16 ადამიანს იტევს, აქვს საკუთარი სამზარეულო და 2 სააბაზანო.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში ასასვლელ კიბეებზე ლეოს, ანტონელასა და ბავშვების სახელები აწერია.
image
გასულ წელს თვითმფრინავი ტექნიკური დაზიანების გამო საავარიო დაშვებით დაჯდა ბრიუსელში.
image
იახტები

2019 წელს რონალდომ სუპერიახტა 5.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. ძვირად ღირებულ იახტაზე 5 მდიდრული კაბინა და 6 სააბაზანოა განთავსებული. ასევე შეხვდებით სამზარეულოსა და სასაუზმე ოთახს.
image
რაც უნდა გასაკვირი იყოს, მესის საკუთარი იახტა არ გააჩნია, თუმცა ყოფილ თანაგუნდელებთან, სუარესთან და ფაბრეგასთან ერთად მუდმივად ქირაობდა და ისე ისვენებდა სანაპიროსგან მოშორებით.
image
სასტუმროები

ორივე ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოსაც და ლიონელ მესისაც, საკუთარი სასტუმროები აქვს.

მესის საკუთრებაში 3 სასტუმროა. პირველი, სახელწოდებით MiM Sitges, რომელიც 2017 წელს შეიძინა.
image
ამავე წელს მესიმ იბიცაზე Es Vive in Ibiza იყიდა, ერთი ღამის ღირებულება კი კაცზე 250 ფუნტს შეადგენს.
image
2019 წელს არგენტინელმა სასტუმრო, სახელწოდებით MiM Mallorca შეიძინა. ერთი ღამის ღირებულება კაცზე 70 ფუნტს შეადგენს.
image
რაც შეეხება რონალდოს, მფლობელობაში 1 სასტუმროს 2 ფილიალი, სახელწოდებით Pestana CR7 აქვს.

პირველი სასტუმრო მშობლიურ ქალაქ მადეირაში 2016 წელს გახსნა.
image
მეორე სასტუმრო კი დედაქალაქ ლისაბონშია.
image
ორი ლეგენდა, რომლებმაც უდიდესი შრომითა და მცირეოდენი იღბლით წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს.
1
192
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
192
  
2021, 17 აპრილი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1