x
image
ლანა92
რატომ აქვს გველს ორად გაყოფილი ენა? - მიზეზი გაგაოცებთ

image

























გველის ენა სუნის აღქმის სისტემის მთავარ ნაწილად აღიქმება. ქვეწარმავალი მუდმივად ყოფს გარეთ თავის ენას და ამ გზით აგროვებს სურნელოვანი, სუნიანი ნივთიერებების მოლეკულებს და უგზავნის მათ ვომერონაზალურ ორგანოს (ვომერს), სპეციალურ ღრუს, რომელიც მდებარეობს სასას ზევით.

სუნიანი მოლეკულები ვომერს გადაეცემა ორი ღიობიდან, ენის მარჯვენა და მარცხენა დანაყოფებიდან. იმის გაანალიზებით, თუ ენის რომელ ნაწილზეა (მარცხენაზე თუ მარჯვენაზე) ეს მოლეკულები უფრო მეტი რაოდენობით, გველის ტვინი ითვლის მიმართულებას, საიდანაც სუნი მოდის. ქვეწარმავალს ასეთი მძაფრი სტერეოგანცდა, შეგრძნება უმარტივებს სივრცეში ნავიგაციასა და იმის განსაზღვრას, თუ სად იმყოფება ნადავლი (პოტენციური მსხვერპლი), მტაცებელი, ანუ მტერი, ან სულაც სექსუალური პარტნიორი. ორად გაყოფილი ენა, გველის გარდა, აქვს ხვლიკებსა და ფრინველ კოლიბრსაც კი (ყველაზე პატარა ფრინველი დედამიწაზე).

0
758
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0