x
image
თუთიკო ბერძენა
ქართველი პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი - ზოგჯერ ბავშვობის ოცნებები თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდზე სრულდება
ქრისტინე და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი 6 წლის წინ დაქორწინდნენ.
წელს მათ ვაჟიშვილი - ბაგრატი შეეძინათ, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა მათი ცხოვრება.
image


ქრისტინე ძიძიგური ქუთაისში დაიბადა. იგი ბებოს ზღაორებზე გაზრდილი გოგონა იყო, და სავარაუდოდ, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრონცზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ოცნებობდა და უახდა კიდეც, თუმცა მარტო ოცნება არაფერს ნიშნავს, ქრისტინე იყო საუკეთესო მოსწავლე, რომელიც ბებოსთან და ძმასთან ერთად ხელჩაკიდებული სკოლიდან მუსიკაზე, მუსიკიდან ცეკვაზე, ცეკვიდან მხატვრულ კითხვაზე დადიოდა.

image


ქრისტინე ძალიან კარგი შვილი და არაჩვეულებრივი შვილიშვილია და კიდევ უფრო კარგი მეუღლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სამეფო ოჯახს თავისი განათლებით, აღზრდით, წესიერებით, გარეგნობით და უბრალოდ, კარგი ადამიანობით.

image

პრინცესა ქრისტინე 31 წლისაა. მან წლების წინ ვიცე მის საქართველოს ტიტული მოიპოვა. იგი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი როგორც მის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ქრისტინეს შესწავლილი აქვს ფრანგული კულტურა სორბონას სასწავლებელში და თბილისში მიღებული აქვს აკადენიური ხარისხი სოციოლოგიაში.
image


ესპანურმა გამომცემლობა “Vanitatis” პრინც ბაგრატის დაბადებამდე წერდა:
"ქრისტინე, ყოფილი მისი, რომელიც სამყაროს მოუვლენს ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს ახალ შთამომავალს.
image


მისი მეუღლე, პრინცი იოანე არის პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის შვილიშვილი, რომელიც იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა... პრინცი არის საქართველოს სამეფო ოჯახის ბაგრატიონთა შტოს მუხრანის ოჯახის წევრი.

image

პრინცი იოანე, 43, არის პრინც ბაგრატ დე ბაგრატიონ ბავარიისა და ბორბონის ვაჟი, რომელიც პრინცი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანის და პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის ვაჟი გახლდათ, მისი დედა მარია კი იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა. შესაბამისად, პრინცი იოანე არის ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის შვილთაშვილის შვილი.

image

პრინც იოანეს ასევე ნათესაური კავშირი აქვს ბავარიის სამეფო ოჯახთან და არის ქართველი მეფეების შთამომავალი, რომელთაც საქართველოში იმეფეს მე-19 საუკუნემდე. შემდგომში, ბაგრატიონთა ოჯახი ინტეგრირდა რუსეთის დიდგვაროვანთა სისტემაში მონარქიის გაუქმებამდე.


image

პრინცი იოანესა და პრინცესა ქრისტინეს სიყვარულის ისტორია 2014 წლიდან იწყება. მათი თქმით ეს ნამდვილი გადაკვეთა იყო, სიყვარული პირველივე მომენტიდან.

image

მათ იმავე წელს ჰქონდათ სამოქალაქო ქორწინება ესპანეთში, იმ ჩანაფიქრით, რომ რელიგიურ ქორწინებას მალევე იზეიმებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ნელდებოდა იოანეს მამის პრინცი ბაგრატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.


image

ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, მათ გამოაცხადეს სამგლოვიარო ერთი წელი, რის შემდეგაც მათი რელიგიური ქორწინება საბოლოოდ შედგა 2018 წელს".

1
145
10-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
145
  
2021, 18 აპრილი, 22:52
მომწონს ქრისტინე
0 1 1