საქართველო წყლის ჭავლის მანქანა ქუთაისისკენ მიემართება 2021, 12 აპრილი, 17:59
თუმცა, გაუგებარი იყო, რატომ არ შეუთანხმეს აღნიშნული საკითხი, აქციის მონაწილებს, მანამდე და რატომ არ გააფრთხილეს აღნიშნული ღონისძიების თაობაზე. ამიტომაც, ვერ მოხერხდა ვერც იქაური ხალხის დარწმუნება და ვერც სხვა თემაზე მოიძებნა კომპრომისი. დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხალხმა მოითხოვა განემარტათ პოლიციის წარმომადგენლებს აღნიშნული ქმედების მართლზომიერების საკითხი, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. დღეს კიდე, როდესაც რიონის ხეობის დამცველები მივიდნენ დაშლილი კარვების ადგილას, იქ ტერიტორია დამუშავებული და დახნული დახვდათ, ეს კიდე ძალიან შეურაცხმყოფელი გახდა მათთვის და გადაწყვიტეს შეტევაზე გადასვლა. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ მიდიან, ენკას ოფისისკენ, პარალელურად ჭყლის ჭავლის მანქანა მიემართება და დიდი ალბათობით გამოყენებული იქნა ძალა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც ალბათ არცერთი მხარისთვის კარგათ არ დამთავრდება. 80 შეფასება არ არის
|