x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ-გურამ ნიკოლაშვილი
image
*ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ. მრავალათასიანი გავრცელებით.
*ეს ის ხალხია, ჩვენს ენჯეო სექტორს რომ არ უყვარს, მაგრამ აქციაზე მათ მიერ მოყვანილ ხალხთან თავს კომფორტულად გრძნობენ და ზემოდან თავის დღის წესრიგს აშენებენ. შემდეგ ვაკის გრილ ოფისებში ჭკვიანი სახეებით ლექციებს მოგვასმენინებენ ვითომ კაბალურ ხელშეკრულებებზე. ეს კონტენტი არც რუსული პროპაგანდის და არც ფეიკ-ნიუსის შემმოწმებელ ენჯეო-რადარებზე არ მოხვდება, მათი დღის წესრიგი მხოლოდ მთავრობასთან ბრძოლაა.


*სიცრუის შემთხზველი მოსახლეობას ატყუებს, რომ 100 მილიონ დოლარად შესაძლებელია 234 მეგავატი მზის ელექტროსადგურის აშენება.
*ელექტროენერგიის მისაღებად მზის ფერმის აშენების ღირებულება ერთ მეგავატზე 1.36 მილიონ დოლარამდე ადის. ეს ნიშნავს, რომ 234 მეგავატის მიღება 300 მილიონი დოლარი მაინც ღირს და არა ასი, როგორც ამას ქართული მარში იტყუება.
*ნამახვანჰესი, რომელიც საბაზისო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ორჯერ მეტი სიმძლავრისაა და მისი შედარება მზის სეზონურ და ამინდზე დამოკიდებულ სადგურთან ნიშნავს ავტომანქანის შედარებას ველოსიპედთან.
*პირდაპირი ტყუილები რიონში ცხენისწყლის გადმოსასროლად გვირაბების და მთების გაბურღვაზე, წყლის სეზონურ ნაკლებობასა და ტვიშში გამოცხადებულ ეკოლოგიურ აპოკალიფსზე.
image

*მსგავს მოქმედებებს პროექტი უბრალოდ არ შეიცავს. მაგრამ აპოკალიფსი თუ არ დაიხატა, როგორ გავანერვიულოთ ხალხი შეთქმულების თეორიით?! )) გამოდით და ამტკიცეთ ცხენი რომ არ ხართ.
*ეხლა მოდით მოვძებნოთ სადმე ბუნებაში 234 მეგავატიანი მზის სადგური. ზუსტად ამხელა ფერმა აქვს ნევადაში, ლას ვეგასის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფრანგულ EDF-ს, შტატისგან 20 წლიანი გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტით.
image
*ფერმის პარამეტრები გაინტერესებთ? მისი მოსაწყობად საჭიროა 1, 800 აკრი მიწა, რაც 7.3 კვადრატულ კილომეტრს უდრის. ეს ფეხბურთის 275 მოედანია. ასევე საჭიროა ათას შვიდასი კილომეტრი კაბელი 2 მილიონი პანელის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.*ნამახვანჰესის წყალსაცავის სარკე მხოლოდ 5.1 კვადრატული კილომეტრია. წარმოიდგინეთ ჰესის 433 მეგავატი სიმძლავრის მისაღებად რამხელა ტერიტორიის “დატბორვაა” საჭირო მზის პანელებით. წყალსაცავისგან განსხვავებით, რომელიც ტურიზმს და უამრავ სხვა აქტივობას განაპირობებს, მზის პანელები მიწას სხვა ფუნქციას არ უტოვებს. სხვათა შორის მტვრის გადაწმენდა და რეცხვაც სისტემატურად ჭირდება, ისე არ მუშაობს სათანადოდ ))
რაც მთავარია, მზე და ქარი ვერ უზრუნველყოფს საბაზისო ენერგიის გამომუშავებას. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ამის უნარი მხოლოდ წყალსაცავიან ჰესებს აქვთ. ალტერნატიულ განახლებადებს ისეთ ქვეყანაში ავითარებენ, სადაც საბაზისო ენერგიის წყარო უკვე აქვთ.
ასეთია იგივე აზერბაიჯანი, რომელიც საბაზისო ენერგიას გაზის და მაზუთის წვით იღებს. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის არსებული სიმძლავრე ჯამში 420 მეგავატია, რაც 6 ქარის, 10 მზის და 6 ბიომასის სადგურებისგანაა შექმნილი. ეს იმაზე ნაკლებია ვიდრე ნამახვანჰესის დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებაც თითქმის უახლოვდება ჰესის დაგეგმილ წლიურ 1.5 მილიარდ კილოვატსაათს.
ამ მოცულობის სუფთა ენერგიის გამომუშავება ნიშნავს 300 ათასი ტონა მაზუთის ან 430 მილიონი მეტრკუბი ბუნებრივი აირის დაზოგვას, რაც თავის მხრივ ატმოსფეროში მილიონი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) გაფრქვევას უდრის.
image

*ეს ხალხი ვითომ საქართველოს ინტერესებს იცავს და ბუნებაზე ზრუნავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. საქართველომ თავისი პოტენციალი არ უნდა განავითაროს, რომელიც ამავე დროს მწვანე ენერგეტიკა და ევროპული მომავალია და უნდა დარჩეს მეზობლებზე დამოკიდებული, საწვავით გამომუშავებული ელექტროენერგია იყიდოს და თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაბინძურებაში
image

*ასე გადის დღეს ზღვარი სინათლესა და სიბნელეს შორის, რაციონალურ აზროვნებასა და მითურ კონსპიროლოგიებს შორის, მეზობლებზე კაბალურ მიჯაჭვულობასა და იმ ევროპული ქვეყნების მოდელით განვითარებას შორის, როგორიც შვეიცარია, ავსტრია, ისლანდია, ნორვეგია და სხვა ჰიდროქვეყნებია-წერს სოციალურ ქსელში საჯარო პოლიტიკის და ეკონომიკს სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.
image
1
449
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
449
  
2021, 13 აპრილი, 3:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1