x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"იმ თურქებზე უარესი ხართ"-მეუფე სპირიდონი ე.წ. "ნამახვანჰესის მცველებს" მიმართავს

image



"რაღაც უაზრო ამპარტავნობაა, ასე ვთქვათ, აუხსნელი ამპარტავნობაა..ეკლესია გვერდში არ გვიდგას, ჩვენ ვიცავთ რაღაცეებს, შენ ვინა ხარ კაცო?! იმ თურქებზე უარესი ხარ, როცა ეგეთ რამეს ამბობ, ეს უნდა გახსოვდეს!


რაცა ღმერთსა არა სწამდეს, არა საქმე არ იქნებისო, ასე წერია ბიბლიაში..ასე კი არ წერია რაცა შენა არა გწამდეს არა საქმე არ იქნებისო... ვინა ხარ შენ?! მტვერი და ნაცარი! როდის უნდა ღმერთს და როდის არ სწადს ღმერთს?, როცა შენ მის ეკლესიას განიკითხავ და მის ეკლესიას ეწინააღმდეგები და გგონია, ეკლესიაზე, პატრიარქზე და მის მღვდელმთავრებზე უფრო ჭკვიანი ხარ?! აი მაშინ ხარ ყველაზე მეტი ბრიყვი, როცა ეს ასე გგონია."-განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

image


ამასობაში რიონის ხეობაში აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. გზა ისევ გადაკეტილია. გუმათჰესთან აქციის მონაწილეები მანქანებით დგანან და ითხოვენ ალტერნატიულ ფართს კარვების გასაშლელად. რამდენიმე მეტრში, მათ პირისპირ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.


შეგახსენებთ, რიონის ხეობის აქტივისტებს პოლიციამ გუშინ მდინარის ადიდების და ტერიტორიის დატბორვის საფრთხის გამო კარვები ააღებინა და ტერიტორიიდან გამოიყვანა.


პარალელურად, მდინარე რიონში ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია, სადაც მეოთხე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც წყალში შევიდა და გაუჩინარდა.


1
863
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
863
  
2021, 12 აპრილი, 15:32
ანუ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ჰესი თურქებმა ააშენონო?
0 1 1