x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ირანი საჭირო დროს შურს იძიებს ისრაელის რეჟიმზე- საიდ ხატიბზადე

image





თეირანი აპირებს დროულად უპასუხოს ისრაელს ნატანზეში ბირთვულ ობიექტზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხატიბზადემ განაცხადა.





”ირანი საჭირო დროს შურს იძიებს ისრაელის რეჟიმზე უკანასკნელი თავდასხმისთვის.” - თქვა Press TV-ზე ხატიბზადემ.






მანამდე, თეირანის ხელისუფლებამ ურანის ობიექტის ელექტროენერგიის განაწილების ქსელში მომხდარი ავარია ტერაქტად აღიარა. ეს განცხადება გააკეთა მუსულმანური ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ. ხატიბზადემ შეტევას უწოდა "ბირთვული ტერორიზმის აქტი ირანულ მიწაზე".






ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ინციდენტის შედეგად იგეგმება დაზიანებული ცენტრიფუგების შეცვლა უფრო ახალი ტექნოლოგიით.





11 აპრილს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების ქარხანაში, ნატანზის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მოხდა ავარია.




მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის შედეგად თავად კამალვანდი დაზარალდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, მან მოტეხილობა მიიღო, მაგრამ ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია.





გავრცელდა, რომ სხვა არავინ დაშავებულა და თავიდან აიცილეს გარემოს დაბინძურება.



0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0