x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებსაც ერთმანეთი დასანახავად სძულდათ, თუმცა ეკრანზე საუკეთესო მეგობრები ითამაშეს

image


თავადაც კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენად რთულია მსახიობის პროფესია, მათ ხომ ყოველ ჯერზე გარდასახვა სულ სხვა ადამიანებად უწევთ, ზოგჯერ ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები კადრში ერთმანეთის მოსისხლე მტრებს განასახიერებენ, და პირიქით... თუმცა დამეთანხმებით, რომ ყველაზე რთული მაინც იმ ეკრანული მეგობრის როლის მორგებაა, რომელიც მთელი გულით გძულს.




სარა ჯესიკა პარკერი და კიმ კეტროლი "სექსი დიდ ქალაქში"


image


ორ მსახიობს შორის დაპირისპირება მეორე სეზონის შემდეგ დაიწყო, სწორედ მაშინ შეიტყო კიმმა, რომ სერიალის მიხედვით მისი საუკეთესო მეგობარი მასზე გაცილებით უფრო მეტ ჰონორარს იღებდა, თუმცა მთელი 8 სეზონისა და 3 ფილმის განმავლობაში ეკრანზე გოგონები ძველებურად განაგრძობდნენ ერთმანეთისთვის საიდუმლოებების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.




ტერი ჰეტჩერი და მარშა კროსი "სასოწარკვეთილი დიასახლისები"


image


ტერი და მარშა ერთმანეთს სწორედ იმის გამო ვერ ეუგებდნენ, რომ პირველის აზრით, მთელი სერიალი მხოლოდ მის გმირს - სიუზან მაიერს ეძღვნებოდა. სხვათა შორის, ჰეტჩერის ასეთი საქციელი აღშფოთებას არა მხოლოდ მარშაში, არამედ გადასაღები მოედნის სხვა დანარჩენ წევრებშიც იწვევდა.



ბლეიკ ლაივლი და ლეიტონ მისტერი ფილმში "ჭორიკანა"


image


გადამღებ ჯგუფს შეუძლია დაადასტუროს, რომ გოგონები გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს არათუ ელაპარაკებოდნენ, გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ, მაგრამ როგორც კი კამერა ირთვებოდა, მსახიობები საოცარ პროფესიონალიზმს ავლენდნენ და საუკეთესო მეგობრების როლს იდეალურად ირგებდნენ.





შენენ დოერტი და ალისა მილანო "მოჯადოებული"


image


არავინ იცის თუ რა იყო ზუსტად მსახიობებს შორის კამათისა და გაუგებრობის მიზეზი, თუმცა ფაქტია რომ ისინი მუდმივად ურთიერთობის გარკვევაში იყვნენ, სწორედ ამის გამო დატოვა დოერტიმ საბოლოოდ, პროექტი მესამე სეზონის შემდეგ.



ბილ მიურეი და ლიუსი ლიუ "ჩარლის ანგელოზები"


image


"დრიუ ბერიმორს და კამერონ დიასს ნიჭი ნამდვილად აქვთ, მაგრამ აი, ლიუსი რას აკეთებს კინოში? მან ხომ თამაში საერთოდ არ იცის", - თქვა ერთხელ ბილმა, რამაც მსახიობის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ამ სიტყვების შემდეგ მან მირეი სულ მუშტებით სცემა.









0
396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
396