x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ახალი დეტალები ნამახვანში გაუჩინარებული ნიკა ანთიძის შესახებ

image

ნამახვანში გაუჩინარებული ნიკა ანთიძის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. როგორც მისი ნათესავი ამბობს, იგი პროფესიონალი მოცურავეა და სხვადასხვა სტილით შეუძლია ცურვა.
თვითმკვლელობის ვერსია ეჭვქვეშ დგება, რადგან მან არა თავი დაიხრჩო, არამედ, ცურვით დაუყვა რიონს და შემდეგ გაუჩინარდა. როგორც ახლობელი იხსენებს, მან დარეკა და თქვა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხვალ თბილისში ჩამოვალო.
ასევე, ცნობილია, რომ იგი საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა. ნიკა ანთიძე ნამახვანში 3 დღის წინ ჩავიდა ჯიპით. გაურკვეველია, როგორ დართეს მას ნამახვანში შესვლის ნება, როდესაც, არათუ აქციის მონაწილეებისთვის, არამედ, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც ნამახვანისკენ გადაადგილება აკრძალულია.
0
251
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0