x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა იური გაგარინის გარდაცვალების ახალი ვერსია
imageკოსმონავტმა ბორის ვოლინოვმა სულ ცოტა ხნის წინ დაასახელა იური გაგარინის გარდაცვალების ახალი ვერსია. ამის შესახებ ორგზის საბჭოთა კავშირის გმირმა, პირველმა კოსმონავტების კორპუსის უკანასკნელმა წევრმა, РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, შეუძლებელია ზუსტად გაირკვეს, თუ რა მოხდა იმ დღეს. თუმცა, ტრაგედიის მიზეზი შეიძლება იყოს გაგარინის თვითმფრინავის მეტეოროლოგიურ ზონდთან შეჯახება.


ვოლინოვმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცს შეეძლო მეტეოროლოგიური ზონდის გაშვება, რომელსაც მფრინავი დიდი სიჩქარით დაეჯახა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია მაღალი სიჩქარის პირობებში წინასწარ შენიშნო საჰაერო ბურთი.


მანამდე მფრინავ-კოსმონავტის ქალიშვილმა, სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის "მოსკოვის კრემლის" გენერალურმა დირექტორმა ელენა გაგარინამ განაცხადა, რომ კოსმოსში პირველი კოსმონავტის დაღუპვის ალბათობა 50 პროცენტზე მეტი იყო. მისივე თქმით ამავე აზრს იზიარებდა სარაკეტო და კოსმოსური ტექნოლოგიების მთავარი კონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვი .


შეგახსენებთ, იური გაგარინი დაიღუპა 1968 წლის 27 მარტს ვლადიმირის ოლქში MiG-15-ით სასწავლო ფრენის დროს. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის.მსოფლიოს პირველი კოსმონავტი 34 წლის იყო.




დღეს, 12 აპრილს 60 წელი შესრულდა მსოფლიოში პირველად ადამიანის კოსმოსში გაფრენიდან.


ამავე თემაზე იხილეთ:ამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება საბჭოთა კავშირისკენ იყო მიპყრობილი



0
1447
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0