x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ფეხის სოკოსა და გვიმრის გართულებები და მათი მკურნალობის გამოცილი ეფექტური მეთოდი
image

გვიმრა სოკოვანი დაავადებებს განეკუთვნება. ეს არის კანზე კვირგვინივით ამოზნექილი ხაოიანი წარმონაქმნი, რომელიც ძალიან მტკივნეულია. სოკოვანი დაავადებები საკმაოდ უსიამოვნოა, რადგან თან ახლავს ქავილი და აქერცვლა, ნახეთქების გაჩენა, დაწყლულება და ტკივილი.

გთავაზობთ საუკეთესო ხალხურ მეთოდებსს სოკოს საწინააღმდეგოდ. ის არა მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტურია, არამედ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ.


ლიმონის ქერქი და ნივრის კბილი


გვიმრაზე დაიფინეთ ლიმონის კანის ნაჭერი ან ნივრის განზე გაჭრილი კბილი და შეიხვიეთ, მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით კი სახვევი მოიხსენით და შეეცადეთ ჩამობანისას მოაცილოთ ეს გამერქნებული ადგილი


დათვის კენკრა და ქრისტესისხლა


50-60 გრ ქრისტესისხლას 1-1, 5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნაყენი ცოტა გააგრილეთ, შემდეგ 50 მლ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი დაუმატეთ. ფეხები (ან სხეულის სხვა დაზიანებული ნაწილი) ამ ნაყენში ჩაილბეთ, შემდეგ დათვის კენკრის სიგრძეზე გაჭრილი ფოთოლი დაიდეთ.


შედეგი ქრისტესისხლას შიგნით მიღებით დააფიქსირეთ. ამისთვის ქრისტესისხლას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დაახლოებით 1 საათით დააყენეთ. დილით, სადილის დროს და საღამოს 1 სუფრის კოვზი დალიეთ. 1 კვირაში სოკო უკვალოდ გაქრება!


მუხის ქერქის აბაზანები


ქვაბში 200-250 გრ დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩაყარეთ, 1 ლ ცივი წყალი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე 15 წუთით დადეთ. ნახარშს ცოტა გაგრილება აცადეთ და მასში ფეხები ჩაილბეთ.


image


ძმრის მჟავა

ბამბის ჩხირი გაუზავებელ ძმრის მჟავაში დაასველეთ, შემდეგ დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად წაისვით. თუ წვას იგრძნობთ, იცოდეთ: საშუალება მოქმედებს. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ უსიამოვნო შეგრძნება არ გაქრება.


ეს პროცედურა ღამით არ ჩაიტაროთ, რომ სერიოზული დამწვრობა არ მიიღოთ.




იოდი


1 წვეთი იოდი დაზიანებულ კანზე დღეში 2–ჯერ წაისვით. თუ ასეთი კურსის დროს ტკივილი გაწუხებთ, ეს, როგორც წესი, გამოჯანმრთელებაზე საუბრობს.


თუ დისკომფორტს გრძნობთ, რომელიც ყოველდღე იზრდება, იოდზე უარი თქვით და სოკოს საწინააღმდეგოდ სხვა სასარგებლო მეთოდი გამოიყენეთ.




ჩაის ხის ზეთი


წინასწარ დაორთქლილ კანზე ჩაის ხის ზეთის წასმა სცადეთ. ეს ქავილს შეამცირებს და დაზიანებული ადგილის შეხორცებას ხელს შეუწყობს.




ფუტკრის დინდგელზე დამზადებული პროპოლისი


სოკოს განკურნება პროპოლისის სპირტიანი ხსნარით სცადეთ. რაც შეიძლება ხშირად წაისვით და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, რომ სოკოს განკურნება ასე სწრაფად და ეფექტურად შეიძლება.



დაავადების გარეგნული ნიშნების გაქრობის შემდეგ პროცედურა კიდევ რამდენიმე დღე ჩაიტარეთ. ასე დარწმუნდებით, რომ სოკო განმეორებით არ გაჩნდება.


ნივრის და ხახვის წვენი


თუ სოკოს ერთხელ და სამუდამოდ მოშორება გსურთ – დაზიანებულ ადგილზე ხახვის და ნივრის წვენი წაისვით. ასეთი სპეციფიკური სუნის ატანა ყველას არ შეუძლია.




ძმარი და სტაფილოს წვენი


100-150 მლ სტაფილოს წვენი 7%–იან ძმარში გააზავეთ. დაზიანებულ კანზე დღეში 5-6-ჯერ წაისვით სრულ გამოჯანმრთელებამდე. ძმართან ფრთხილად იყავით, კანი არ დაწვათ.




უმი კარტოფილი

კარტოფილი გაასუფთავეთ და სახეხზე გახეხეთ. პლასტირით კარტოფილის კომპრესი დაზიანებულ ადგილზე დაიმაგრეთ. დღეში 3-ჯერ 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა მინიმუმ 1 თვე სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ

0
253
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0