x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კერძები, რომლებიც ისე საზიზღრად გამოიყურება მათ დანახვაზეც ცუდად გახდებით


image


როგორ გამოიყურება ყველაზე ამაზრზენი კერძები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამზადებენ

1. ბეონდეგი - სამხრეთ კორეა

image

აბრეშუმის ჭიები მოხარშული და ჩაშუშულია, ძალიან პოპულარული საჭმელია. ბეონდეგს მიირთმევენ ცალკე კერძს სოუსით და სანელებლებით.


2. კუი - პერუ, ეკვადორი, კოლუმბია

image

ეს არის სპეციალური სახეობის ვირთხა. ისინი მეურნეობებში მოჰყავთ, რომ შემდეგ ჭამონ. ამბობენ, რომ მას კურდღლის გემო აქვს. ისინი, როგორც წესი, მთლიანად შემწვარია და, რბილად რომ ვთქვათ, საშინლად გამოიყურება.

3. მთვრალი კრევეტები - ჩინეთი

image
კრევეტების შეთავაზებამდე, მათ ცოცხლად ყრიან ალკოჰოლში. როცა კრევეტები თვრებიან, ამის შემდეგ მიირთმევენ.

4. მფრინავი მელა სუპი - ინდონეზია, პალაუ

image

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკის ნაწილებში მფრინავი მელას ხორცს მიირთმევენ. ის მათშიზიზღს არ იწვევს. პალაუში, მელა მოხარშულია მთლიანად, ბეწვიანად . რამდენიმე ქართველმა ტურისტმა გაბედა ამ დელიკატესის გასინჯვა და ამბიობენ, რომ გემრიელია

5. სანაქჩი - სამხრეთ კორეა

image

ეს კერძი სუსტი გულის პატრონებისთვის არ არის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისგან მასზე დიდი მოთხოვნაა. პატარა რვაფეხას საცეცები, რომლებიც ახლახანს მოჭრეს, აგრძელებენ ქაოტურად მოძრაობას თეფშზე. სანნაკჩს მიირთმევენ სეზამის ზეთით. დახრჩობის რისკი ბონუსია.

6. მუხლუხა მოპანი - აფრიკა

image


პეპლების მუხლუხოები მრავალი აფრიკელისთვის ცილის წყაროა. სამხრეთ აფრიკაში ეს დელიკატესი მეურნეობებში მოჰყავთ და რესტორნებშიც კი მიირთმევენ.

7. ასწლოვანი კვერცხი - ჩინეთი

image

ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. კვერცხის მოძველების შემდეგ, ორი კვირიდან ოთხ თვემდე, ტუტე გარემოში ათავსებენ, ამისათვის იყენებენ ნაცარს და მარილს. მათ ნამდვილად ამაზრზენი იერი აქვთ. ჟელეს მსგავს ნივთიერებად იქცევა. გემო არც ისე ამაზრზენია, როგორც გამოიყურება. მხოლოდ გულს აქვს ამიაკის სუნი.



8. ჰაუკარლი - ისლანდია

image

არამ ეს არ არის რაჭული შებოლილი ლორი. ეს კერძი ვიკინგებმა გამოიგონეს. იმ პერიოდში პოლარული ზვიგენები უხვად ამოიპოვებოდა, მაგრამ მათი ჭამა შეუძლებელი იყო შარდოვანის მაღალი შემცველობის გამო. ამიტომ, ზვიგენებს იჭერდნენ და ცოტა ხნით ქვებში მარხავდნენ. ქვებში ხორცს შარდოვანა სცილდებოდა. შემდეგ, მთ სუფთა ჰაერზე კიდებდნენ ორი თვის განმავლობაში. დღესდღეობით, ზოგიერთი ადგილობრივი წინაპრების ტრადიციების შესაბამისად, ჭამს ასეთ თევზებს.

9. კრაზანას ნამცხვარი - იაპონია

image

ეს კერძი იაპონიაში საკმაოდ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ის პოპულარული გახდა 21-ე საუკუნეში. ნამცხვრები მზადდება ბრინჯის ფქვილისგან, რომელშიც კრაზანებია არეული. ამ დელიკატესის ავტორი უცნობია და ტურისტების უმეტესობა არ ჩქარობს მის გასინჯვას.

10. ვიტლაქოჩე- მექსიკა

image

ეს არის სიმინდის მავნებლებელი სოკო, რომელიც პარაზიტობს სიმინდში. ძალიან ფასობს მექსიკაში და ითვლება დელიკატესად.

11. შემწვარი ობობები - კამბოჯა

image


უნდა გვესმოდეს, რომ ტარანტულის ობობების შეწვის იდეა არ ყოფილა კარგი ცხოვრებიდან მოსული. იმ წლებში, როდესაც კამბოჯაში ქმერული რუჟის ბოროტმოქმედებამ დაძაბა ცხოვრება. ასე რომ, ხალხში გაჩნდა ობობების ჭამის იდეა. ჩვეულებამ ფესვები მოიკიდა და დღეს მათ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მიირთმევს და სთავაზობს ტურისტებს.

12. თინუსის თვალები - იაპონია
image


ამომავალი მზის ქვეყანაში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ეგზოტიკური კერძები.. ერთ-ერთი ყველაზე ნაზი საკვებია თევზის თვალები. მათ მიირთმევენ ჩაშუშული ან შემწვარი სახით. .

13. შიოკარა - იაპონია

image

კიდევ ერთი "კულინარიული შედევრი" იაპონიიდან. შიოკარა ცოტამ თუ იცის ქვეყნის გარეთ და თუ მომზადების მეთოდით ვიმსჯელებთ, გასაგები ხდება რატომ.კალმარი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მარინადდება დალუქულ ჭურჭელში და მას არ ასუფთავებენ, არამედ მთელი შიგთავსიანად ამარინადებენ. ამ დელიკატასს დამპალი თევზის შიგნეულის სუნი აქვს.

0
255
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0