x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავების 14 უხერხული ფოტო, რომელიც ინტერნეტში არ უნდა მოხვედრილიყო

image


ცნობილი სელებრითები მონაწილეობენ მუსიკალურ ვიდეორგოლებში, ფილმებში, პოზირებენ სხვადასხვა მოდის ჟურნალებისთვის, ბრწყინავენ წითელ ხალიჩებზე და, როგორც ჩანს, კადრში მათზე უკეთესად არავის შეუძლია რომ გამოიყურებოდეს. უმეტეს შემთხვევაში ეს ასეც არის, თუმცა არა ყოველთვის. თქვენს ყურადღებას ამჯერად, ვარსკვლავების ყველაზე "წარუმატებელ" ფოტოებზე შევაჩერებ, რომლებიც ქსელში არ უნდა მოხვედრილიყო.




ბიონსე


image


ალბათ, ეს ბიონსეს ყველაზე ცუდი ფოტოა რაც კი შესაძლოა ინტერნეტსივრცეში მოიპოვებოდეს, თუმცა მომღერლის პიარ - მენეჯერის ყველა მცდელობის მიუხედავად მან მისი ინტერნეტიდან წაშლა მაინც ვერ შეძლო. ყველაფერში კი "დამნაშავე" თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არ - ენ - ბის შემსრულებლის მეტისმეტად რთული ქორეოგრაფია აღმოჩნდა, რომლის შესრულების დროსაც პოპ - დივამ რაღაც მომენტში სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, რამაც ის უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.





ბრიტნი სპირსი



image


დღეს ბრიტნი სპირსი წარმატებული მომღერალია, წერს სიმღერებს, იღებს კლიპებს, უპრობლემოდ ავსებს საკონცერტო დარბაზებს - გვიმტკიცებს რა, რომ ის დიდი ხანია უკვე რაც პრინცესისგან წარმატებულ პოპის დედოფლად იქცა, და უნდა აღინიშნოს რომ ის სულაც აღარ ჰგავს იმ ბრიტნის, რომელიც რამდენიმე წლის წინ - დახეული შორტებით, უფორმო მაისურით, მოუვლელი თმითა და "ფრაპუჩინოს" ჭიქით ხელში პაპარაცების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ეს ფოტოც სწორედ იმ პერიოდის არის, რომელიც მომღერალმა დიდი ხნის წინ წარსულში მოიტოვა.





ლინდსი ლოჰანი


image


ბოლო წლების განმავლობაში ლინდსი ლოჰანმა ბევრი რამ გადაიტანა, კარიერის დასაწყისში ონავარი, ჟღალთმიანი გოგონადან ის ქერა, გზააბნეულ ნარკოდამოკიდებულ ადამიანად იქცა. შესაძლოა, ეს ფოტო დაეხმარება მას ყველაფრის გაანალიზებაში და საბოლოოდ, გამოსწორების გზას დაადგება.




ჯორჯ კლუნი


image


დღესდღეობით, ჯორჯ კლუნი თავის მშვენიერ მეუღლე ამალ ალამუდინთან ერთად ქორწინებაში თავს ბედნიერად გრძნობს. რამდენიმე წლის წინ, კლუნი ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ და გამოუსწორებელ მექალთანედ ითვლებოდა, რომელზეც ფაქტიურად ყველა ქალი ერთნაირად გიჟდებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალების გულთმყრობელი ყველა ფოტოზე მომხიბვლელად გამოიყურება, და აი, ამის ნათელი მტკიცებულებაც.




ჰიუ ჯეკმანი



image


მიუხედავად იმისა, რომ ჰიუ ჯეკმანზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ოცნებობს, ის უკვე მრავალი წელია სამაგალითო მეოჯახე და ერთგული მეუღლეა. "ემის", "ტონისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელ ავსტრალიელ მსახიობს მშვიდი ცხოვრება მხოლოდ საოცნებოდ აქვს გამხდარი. "იქს-ადამიანების" ვარსკვლავს დასვენების საშუალებას სანაპიროზეც კი არ აძლევენ, თუმცა ამ შემთხვევაში "შევიწროებას" ქალების გულთამპყრობელი ამჯერად, უკვე პაპარაცების მხრიდან განიცდის, რომლებიც მხოლოდ იმის მოლოდინში არიან ვარსკვლავი როგორმე უხერხულ პოზაში "გამოიჭირონ", რათა შემდეგ ის რომელიმე ტაბლოიდურ გამოცემას სარფიანად მიჰყიდონ, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სელებრითების სკანდალური და "წარუმატებელი" ფოტოები გაცილებით უფრო ძვირად ფასობს.



ქეთრინ ჰეიგლი


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობი რომანტიკული კომედიების ერთ - ერთი შეუცვლელი სახეა. ქეთრინს არაერთ, საუცხოო ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ის მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურება. ზუსტად ვერ გეტყვით რამ აიძულა მას სახის ასეთი გამომეტყველების მიღება, თუმცა გარწმუნებთ რომ მსახიობი ნამდვილად არ არის ბედნიერი ინტერნეტსივრცეში მისი ამ "წარუმატებელი" ფოტოს ვირისივით გავრცელების.




კეტი პერი


image


ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი საკუთარი იმიჯის გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მას ხან მკვეთრი მაკიაჟის, ხანაც ნეონისფერი თმის ფერის გამო აკრიტიკებდნენ. ამჯერად, მნიშვნელობა არ აქვს კეტიმ კამერაზე ითამაშა თუ მართლაც ასეთი მშიერი იყო, მაგრამ მის ამ ფოტოს "წარმატებულს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.





კიმ კარდაშიანი


image


ღამის კლუბში გადაღებული მსგავსი ფოტო ალბათ ყველას აქვს, გამონაკლისი რაღა თქმა უნდა, არც კლუბური ცხოვრებისა და წვეულებების მოყვარული - კიმ კარდაშიანი გახლავთ.



ჯულია რობერტსი


image


თვალისმომჭრელი ღიმილი - არის ის, რაც ჯულია რობერტსს ჰოლივუდის სხვა ყველა დანარჩენი მსახიობისგან ერთმნიშვნელოვნად გამოარჩევს, და თუკი ფილმებში მისი ეს მომაჯადოებელი ღიმილი ყოველთვის ლამაზად და ეფექტურად გამოიყურება, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება. უცნობია, ამ მომენტში "ლამაზმანის" ვარსკვლავი ამთქნარებდა თუ რაიმეს ამბობდა, თუმცა ფაქტია რომ ის ფოტოზე არც თუ კარგად გამოვიდა.




რიანა

image


დაუჯერებელია, როგორ შეუძლია ბარბადოსელ ლამაზმანს ზოგჯერ სახის ასეთი არაბუნებრივი და უსიამოვნო გამომეტყველება მიიღოს.





კიმ კარდაშიანი


image


და კვლავ კიმ კარდაშიანი, მართლია ბოთლის ნაცვლად ახლა უკვე ნაყინით ხელში, თუმცა მას ამანაც ვერ უშველა, კიმმა ამ კადრით თავისი "წარუმატებელი" ფოტოების ალბომი კიდევ ერთით გაამდიდრა.


მეგან ფოქსი


image


"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი ლამაზი სახის ნაკვთებისა და იდეალური სხეულის ფორმების წყალობით როგორც ფოტოებზე, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც მართლაც რომ ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება, თუმცა არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.





ლინდსი ლოჰანი


image


ნახევრად წაშლილი თვალები, უცნაური სახის გამომეტყველება - კიდევ ერთი "წარუმატებელი" ფოტოა ერთ დროს მხიარული, წითურთმიანი ლამაზმანის.





ემა უოტსონი


image


ეს ფოტო კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ყველაზე ფოტოგენური ადამიანებიც კი ზოგჯერ ფოტოზე არც თუ იდეალურად გამოიყურებიან. ემას შემთხვევაში კი ეს პირდაპირ წითელ ხალიჩაზე მოხდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი "ჰერმიონ გრეინჯერი" ჩვენ ამის გამო ნაკლებად არ გვიყვარს.













0
315
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
315