x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთები შექმნეს
image

რუსეთის ფედერალური სამედიცინო სააგენტომ მიიღო პატენტი, კორონავირუსის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატის დასამზადებლად, რომლის მუღებაც შესაძლებელია ინჰალაციით და ინტრანაზალური(ცხვირში ჩაწვეთებით)მეთოდით.

წამლის სახელია "მირ-19", რომელიც იშიფრება როგორც Малая Интерферирующая РНК.

პრეპარატი შეიქმნა უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელის, ვერონიკა სკვორცოვას მითითებით.


"Мир-19" არის უნიკალური პრეპარატი, რომელიც დაფუძნებულია მიკრო -რიბონუკლეინის მჟავაზე, ის უსაფრთხოა ადამიანისთვის, არ ახდებს ზეგავლენას გენომზე და იმუნიტეტზე, სამაგიეროდ მაღალეფექტურად "თიშავს"ვირუსის ასლებს(რეპლიკაცია) და აფერხებს კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმებში განვითარებას, მათ შორის პნევმონიტს და მწვავე რესპირატორულ დისტრეტ სინდრომებს"-აღნიშნა სკვორცოვამ.


სპეციალისტებმა უკვე დაასრულეს პრეპარატის პირველი ფაზის ტესტირება, რა დროსაც Мир-19-მა მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, ამჯერად მიმდინარეობის ტესტირების მეორე ეტაპი.


შეგახსენებთ, კოვიდის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების გამოცდა შვედურ-ბრიტანულმა Astrazeneca-მაც დაიწყო.

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0