x
image
თუთიკო ბერძენა
სამყაროში ყველაფერი ცეკვავს... მაკროდან მიკრომდე... შუშის ცეკვა კი განსაკუთრებულია
image

სამყაროში რომ ყველაფერი ცეკვავს, ეს არახალია. პლანეტები, თანამგზავრები, მზეთა სისტემები, გალაქტიკები... მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომისა და მეზობელი გალაქტიკის - ანდრომედას გაერთიანების პროგნოზირებასთან ერთად, ამ წყვილის "უკანასკნელი ტანგოს} მინი მოდელიც კი შექმნეს, როგორი იქნება ეს პროცესი...
როგორც ვიცით, ნივთიერებათა შემადგენლობაში მყოფი მოლეკულების აღნაგობაც კომოსის აგებულებას ჰგავს. ჰოდა, ყველაფერი, რაც მოლეკულებისგან შედგება, შინაგანად ცეკვავს - ატომები, ეელქტრონები, პროტონები ნეიტრონები. მოკლედ, სამყარო მაკროდან მიკრომდე ერთი დიდი ცეკვაა.

ალბათ ამ ყველაფერს ჰყავს თავისი სუხიშვილ-რამიშვილი... რა თქმა უნდა... თუმცა ჯერჯერობით "კულისებს" მიღმა მდგომი.ოდესმე მასაც ვიხილავთ, ალბათ შესაბამისი აპლოდისმენტებითაც შევხვდებით, რომ ასეთი გრანდიოზული ცეკვა შეგვიქმნა.

მკვლევარი ტარუნ ჩიტრა მოლეკულების მოძრაობას სხვადასხვა ნივთიერებებში ცეკვის საშუალებით ხსნის, რაც ძალიან საინტერესოა და თან სახალისო:

მყარი სხეულის მოლეკულების მოძრაობა ჰგავს ნელ ცეკვას, ორი პარტნიორი მოძრაობს სხვა წყვილებთან ერთად საცეკვაო მოედანზე საწყისი პოზიციის გარშემო.

იდეალური სითხე წვეულებაზე შეხვედრა ჰგავს, სადაც ყველა ცდილობს ყველასთან ერთად იცეკვოს საცეკვაო დარბაზში (ამ მახასიათებელს ერგოდიზმი ეწოდება), ხოლო ტემპი, რომელზეც ყველა ცეკვავს, დაახლოებით იგივეა.



ამ ანალოგიაში მინა ჰგავს ცეკვას, სადაც ადამიანთა ჯგუფი იყოფა უფრო მცირე ქვეჯგუფებად და თითოეული თავის მხრივ ბრუნავს. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პარტნიორები თქვენი წრიდან და ეს ცეკვა სამუდამოდ გაგრძელდება!



ნობელის პრემიის ლაურეატმა უორენ ანდერსონმა ერთხელ თქვა: ”მინის ბუნება ყველაზე ღრმა და საინტერესოა იმ პრობლემებს შორის, რომელიც მყარი მდგომარეობის თეორიაშია გადაუჭრელი”. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ შუშის შესახებ ათასწლეულზე მეტია იცის, რა არის მისი უნიკალური მექანიკური თვისებების მიზეზი, მეცნიერებმა დღემდე ვერ გასცეს მეცნიერული პასუხი. სკოლის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რომ მინა არის თხევადი. მაგრამ რა ფიზიკური პროცესები განსაზღვრავს მინის ძირითად თვისებებს, ეს ჯერ არავინ იცის. ამის გარკვევა ადამიანებს საოცრებების შექმნის საშუალებას მისცემს!



1
88
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
88
  
0 1 1