x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერები ისრაელიდან ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულის ნახატები წარმოადგენს კავშირს კოსმოსთან
image




თელ-ავივის უნივერსიტეტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძველი მხატვრები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება გამოქვაბულების სიღრმეში დატოვეს, იქ წავიდნენ კოსმოსურ სივრცესთან კავშირის შესანარჩუნებლად. კვლევის ყველა დეტალი, იმის შესახებ, თუ რატომ მივიდნენ მეცნიერები ამ დასკვნამდე, გამოქვეყნებულია ჟურნალში Time and Mind: The Journal of Archeology, Consciousness and Culture-ში.






ევროპულ გამოქვაბულებში ხშირად გვხვდება კლდეზე ნაკვეთი, რომელთა ასაკი რამდენიმე ათეულ ათასწლეულს ითვლის. ასეთი სურათების ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კომპლექსი მდებარეობს ესპანეთსა და საფრანგეთში. ამასთან, საკმაოდ რთულია კლდეში ნაკვეთი ნაკეთობების პოვნა, რადგან, მათი უმეტესობა მიწისქვეშა გადასასვლელების ლაბირინთში მდებარეობს.






image





ეს არის პრიმიტიული ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო, რადგან მღვიმის ლაბირინთებში ჯერ უნდა მოძებნოთ გზა განმარტოებულ ადგილას, შემდეგ მიიტანოთ საკმარისი საწვავი ცეცხლისთვის ან ჩირაღდნები, მოიმარაგოთ საღებავები და კონტეინერები. ამასთან, მკვლევარების ვარაუდით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა, რადგან, კლდის ნახატები რაღაც მაგიურად ითვლებოდა, განსაკუთრებულ რიტუალად, რომლის საშუალებითაც პრეისტორიული მხატვრები ცხოვრების პირველწყაროს ერწყმოდნენ. ღრმა გამოქვაბულები შეიძლება სხვა სამყაროში გადასასვლელ ადგილადაც ჩაითვალოს.




image




ამასთან, ისრაელის მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ღრმა მიწისქვეშა გამოქვაბულებში ჟანგბადის სიმცირის და ჰიპოქსიის გამო დიდი ხნის განმავლობაში იქ ყოფნისას, მხატვრებს ემართებოდათ ჰალუცინაციები, რომლის დროსაც ისიი „კოსმოსს უსმენდნენ“. მათ დახატეს გამოქვაბულების კედლებზე ის, რაც ნახეს. ძველ ხალხი ფიქრობდა, რომ უჩვეულო ხედვები მხატვრებს ეგზავნებოდათ გარედან, სხვა უმაღლესი გონის მიერ. მათი ამოცანა იყო დაეხატათ ისინი და მოეტანათ სხვებამდე.

0
160
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0