x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსული ვაქცინა "სპუტნიკ-V"-ით აცრის შემდეგ 4 ადამიანი გარდაიცვალა
imageთუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობა არ ყოფილა.


Sputnik V– ს ვაქცინაციის შედეგად რუსეთში ოთხი ხანშიშესული ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ 6 მოქალაქეს გამოუვლინდა მწვავე გვერდითი მოვლენები ვაქცინაციიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, იუწყება EUobserver და მტკიცებულებად აქვეყნებს როსპოტრებნადზორის დოკუმენტებს. დოკუმენტები გამოცემას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხივე ქალია ( 74, 69 და 51 წლის და ერთის ასაკი უცნობია)

image

გამოცემის თანახმად, სიკვდილიანობა ასოცირდება მძიმე ქრონიკულ დაავადებებთან, მათ შორის ფილტვების, გულის და სისხლში მაღალი შაქრიანობის პრობლემებთან. ამავე დროს, EUobserver ხაზს უსვამს, რომ ეს გარდაცვალებები შესაძლოა არ ასოცირდებოდეს Sputnik V– ვაქცინასთან.


ამის მიუხედავად, ერთ-ერთის გარდაცვალების მიზეზად დასახელდა "ვაქცინაციის შემდგომი გართულება", ეს ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი.



პირველი პაციენტი, რომელიც ლენინგრადის ოლქიდან იყო, ვაქცინაცია ჩაიტარა 2021 წლის იანვრის ბოლოს. იგი ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს, ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა, რა დროს კოვიდზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა . რუს ქალს ჰქონდა გულისრევის, სისუსტის და დეჰიდრატაციის ჩივილები, მისი მძიმე მდგომარეობა გამწვავდა შაქრიანი დიაბეტის გამო.


მეორე ქალიც ლენინგრადის ოლქიდან იყო: მიმდინარე წლის 4 მარტს, Sputnik V-ით აცრიდან ერთი თვის თავზე იგი ქუჩაში დაეცა რა დროსაც ქალს კრუნჩხვები დაეწყო, პირიდან ქაფი ამოვიდა და სახე გაულურჯდა.იგი ადგილზე გარდაიცვალა.


მესამე ქალს ვაქცინა გაუკეთეს 1 მარტს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მას განუვითარდა სისუსტე, გაუძნელდა სუნთქვა და დაუფიქსირდა ტემპერატურა. გაკვეთის დოკუმენტების თანახმად, ქალს ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. შემოწმებისას გაირკვა, რომ კიდევ ოთხი ადამიანი აცრეს იმავე ამპულიდან, მაგრამ არცერთ მათგანს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდათ.

მთლიანობაში რუსეთის 6 მოქალაქეს გამოუვლინდა ვაქცინაციის შემდგომ სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც გამოიხატებოდა არტერიული წნევის მომატებით, კრუნჩხვებით, შეშუპებით, სუნთქვის გაძნელებით და თავის ტკივილით.

რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, იგი დაიღუპა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ. მაგრამ "აცრასთან კავშირი არ აღმოჩნდა", ირწმუნება კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ვირუსოლოგი.

პარასკევს, 9 აპრილს, როსპოტრებნადზორმა განაცხადა, რომ, რუსულ ვაქცინა Sputnik V–ით გამოწვეული არც ერთი სიკვდილი არ ფიქსირდება.


მარტის თვის ჩათვლით რუსეთში Sputnik V–ით აცრილია 6, 3 მილიონი ადამიანი, აქედან 4, 3 მილიონს მიღებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა.

0
102
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0