x
image
ირინა მ.
ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)

წინა სტატიაში გაგაცანით ერთ-ერთი კოსმოსური თანამგზავრის მიერ, ანტარქტიდაზე გიგანტური გვირაბის შესასვლელის და იმავე ქედის მეორე მხარეს, მსგავსი სტრუქტურის შესასვლელის ლუკის აღმოჩენის შესახებ. ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

ავსტრალიის სამხრეთით და ანტრქტიდის სანაპირო ზოლიდან 200 კილომეტრში, ეს საინტერესო გამოქვაბული მდებარეობს, უფრო სწორად არა გამოქვაბული, არამედ ანტარქტიდის მიწისქვეშა სამყაროში შესასვლელი (ლუკით).

image

უზარმაზარი 50 მეტრიანი სფერო და 20 მეტრიანი შესასვლელი მასში. ხედი რა თქმა უნდა გასაოცარია, ციცაბო ქედზე, დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე, კლდიდან "რაღაც" ობიექტი მოსჩანს.

image

თუ ვივარაუდებთ, რომ ის ადამიანების ნახელავია, მაშინ სად არის მასთან მისასვლელი გზები? სად არის სამშენებლო სამუშაოების კვალი, სამშენებლო ნაგავი?

image

თუ ეს ბუნებრივი წარმონაქმნია, მაშინ მსგავსი სტრუქტურების ანალოგებიც უნდა არსებობდეს, მაგრამ ანალოგები არსად, არავის არ აღმოუჩენია.

თუ ეს ადამიანებმა შექმნეს, მაშინ რა არის შიგნით?

გამოქვაბულიდან (შესასვლელის ლუკიდან) ნახევარ კილომეტრში, მთის მწვერვალზე ორი გაყინული ტბა მდებარეობს, დნობის აშკარა ნიშნებით, რაც ანტარქტიდის პირობებში ძალიან უცნაურია! ეს დნობა სავარაუდოდ მთის შინაგანი სითბოს ზეგავლენით ხდება და სავარაუდოდ, სწორედ იქით მიემართება გზა აღნიშნული შესასვლელიდან. ალბათ, საჭიროა სითბოს წარმომავლობის შესწავლა. ეს ან მიწისქვეშა თერმული წყლების სითბოა, ან ტექნოგენური სითბო. პირველი საეჭვოა, რადგან წყალი იპოვიდა გზას, მთიდან დაეშვებოდა და კვალს დატოვებდა.

image

იგივე ადგილი დიდი მასშტაბით.

image

დიდი ტბა, ლუკიდან 3 კილომეტრში.

image

თვითონ ტბა დაახლოებით 500 მეტრის სიგრძისაა.

image

და კიდევ... თუ ყურადღებით დააკვირდებით, შესასვლელის თავზე კიდევ ერთი შენიღბული ლუკია, მომცრო. ასეთი მრგვალი წარმონაქმნი შესაძლოა ბუნებრივიც იყოს, მაგრამ საეჭვოდ, ზედმეტად სწორი ფორმები აქვს...

image

ახლა ნახეთ, თუ რა აღმოაჩინა გრემ კლენმა.

როგორც Dailystar იტყობინება, გრემ კლენმა (YouTube-ზე არხი Conspiracy Depot აქვს) გამოიყენა პროგრამა Google Earth და დაწვრილებით გამოიკვლია ანტარქტიდაში აღმოჩენილი უცნაური და იდუმალი ობიექტი. ამ ობიექტიდან სინათლის სხივი გამოდიოდა.

image

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ან პროჟექტორია, ან სინათლე, რომელიც გამოდის გაღებული ლუკიდან. აი რას ამბობს გრემი: "ის ძალიან შორს მდებარეობს და მის შორიახლოს ვერაფერს ვხედავ. ეს მუქი ობიექტია, რომელიც მგონი ისე მოქმედებს, როგორც პროჟექტორი, ან ობიექტი, რომელიც მზის შუქს ირეკლავს მთის ფერდობზე.

image

არის კიდევ ერთი რამ, რომელიც შევამჩნიე. მთაზე მდებარეობს რაღაც უცნაური-იგი გამოიყურება, როგორც მინიატურული ქალაქის მოდელი, გარკვეულწილად რაღაც ძალიან საინტერესოა. ვინ მოათავსა იგი აქ? ეს აშკარად რომელიღაც ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება მზის სინათლის არეკვლისთვის ჩვენთვის საინტერესო წერტილში. ამ რაიონში არაფერი არ არის. გაოგნებული ვარ. ვინ გააკეთა ეს? "

გრემის წინადადებები და ვერსიები გამომდინარეობს მხოლოდ იქიდან, რასაც ხედავს. თუმცა გაჩნდა სხვა თეორიებიც.

ადრე გამოითქვა აზრი, რომ არის მტკიცებულებები იმისა, რომ ანტარქტიდის ზოგიერთ რაიონში შეიძლება არსებობდეს მიწისქვეშა საიდუმლო ბაზები. ვისია ეს ბაზები, ეს სხვა საკითხია. ამ ვერსიასთან შესაბამისობაში, ზემოთ მოყვანილმა აღმოჩენამ ახალი ჰიპოთეზა წარმოშვა, რომ ეს იდუმალი ობიექტი სინათლის სხივით, შეიძლება იყოს კარი, სახურავი ან ლუკი, რომელიც გააღეს. თუ ეს ასეა, მაშინ აშკარაა, რომ მას მივყავართ რამდენიმე დასკვნამდე: შესაძლოა დასტურდება მიწისქვეშა საიდუმლო ბაზების არსებობა, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს იმის ნიშანიც, რომ იქ უცნაური არსებები არიან და რაღაც მომენტში მათ ლუკის გაღება მოუწიათ (გაურკვეველი მიზეზების გამო).

იხილეთ ასევე:





იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ


image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image










0
535
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
535