x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბრიყვო, დორბლს ბნედა დაგემატება იმ ხალხის რაოდენობა რომ ნახო ვინც ოცნების მხარდამჭერია!"- ნუკა არველაძე

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინ, "უცნობის" აქციისადმი გამოქვენებულ ფეისბუქპოსტს ეხმაურება და მას "ბრიყვსა"და "ფარჩაკს" უწოდებს. არველაძის თქმით, აქციაზე მისულ ადამიანები, როგორც სააკაშვილს ჰგონია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ იყვნენ, ვინაიდან მისივე თქმით, ევროპის მოედანზე აღნიშნული შეკრება მმართველი გუნდის მიერ რომ ყოფილიყო ორგანიზებული იქ ბევრად უფრო მეტი ხალხი იქნებოდა: "ბრიყვო, გგონია დღეს შენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნახე? ან როგორ ფიქრობ "ქართული ოცნების" რომ ყოფილიყო ეს შეკრება ევროპის მოედანი საკმარისი იქნებოდა? დორბლს ბნედა დაგემატება რომ ნახო იმ ხალხის რაოდენობა ვინც ოცნების მხარდამჭერია!!! შე მართლა ფარჩაკო - დღეს რაც ნახე ეს იმ ხალხის მცირე ნაწილია (შენ და შენმა დანატოვარმა ამის ნახევარი ვერ მოახერხე) პირველ რიგში შენ დაწუწულებს ეწინააღმდეგება და ესაა ის ამომრჩეველი რომელიც არც შენ და შენ განაყოფს არ შემოხაზავს!!!"- წერს არველაძე. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის აღნიშნული პოსტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამ ფეისბუქსტატუსს მოჰყვა: "აი ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ… ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!"- ასე გამოეხმურა "უცნობის" აქციას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.










0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
289