x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბურჩინ თერზიოლუს ინეტერვიუ -ჟურნალი Jet life 2014 წელი

image

ბურჩინ ერზიოლუ : ''ცოტათი მშვიდი და ცოტათი გიჟი ვარ''
ჟურნალისტი: თურქეთში ბევრია მისი ფანი, რომლებსაც მისი შესრულებული როლები სერიალებშიც და ფილმებშიც ძალიან უყვართ, მათ ახლა შეუ

ძლიათ ის იხილონ აიშეგულის როლში სატელევიზიო სერიალში პოირაზ კარაელი. ჩვენ ბურჩინ ტერზიოღლუს გადასაღებ მოედანზე ვეწვიეთ, იმ ადგილზე სადაც ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, ვესაუბრეთ სამსახურასა და მის პირად ცხოვრებაზე.
მოდი დავიწყოთ პოირაზ კარაელით, რაზეა სერიალი და როგორი ხასიათისა არის ის გმირი რომელსაც შენ თამაშობ?
ბურჩი : პოირაზ კარაელი არის პოლიციელი რომელმაც სამსახური სკანდალურად დაკარგა და შემდეგ დაიბრუნა შვილი, ის ხვდება ექიმს, რომელიც ვერასდროს შეეგუება მამამისის მაფიოზობას. მაყურებელი ნახავს თუ როგორ გარდაიქმნება შეუძლებელი სასიყვარულო ურთიერთობა, წარმოუდგენლად ლამაზ ურთიერთობაში და როგორ იცვილება მამის დამოკიდებულება შვილებთან. აიშეგული არის გოგონა, რომელსაც მარტოსული ბავშვობა ჰქონდა, დედისა და ძმის გადაცვალების შემდეგ მან ყველაფრის რწმენა დაკარგა, ის ეჭიდება ცხოვრებას, ცდილობს იარსებოს და არ გაანადგუროს ყველაფერი რაც უყვარს. ის ყოველთვის ცდილობდა გაქცევას დამალვას და ცდილობა ყოფილიყო უხილავი, ის ასეთი იყო სანამ მას შეუყვარდებოდა, ამის შემდეგ აიშეგულის ცხოვრება მთლიანად იცვლება.
პოირაზ კარაელში ასევე ისეთ კარგად ცნობილი სახეებიც არის როგორებიცაა: ილკერ კალელი, მუსა უზუნლარი, ატაბერკ მუტლუ, მუსტაფა ალაბორა, ემელ ჩოლგეჩენი, ალი ილი და ენგინ ბენლი. როგორ ფიქრობ კარგი გუნდი ხართ?
ბურჩი: დღეების განმავლობაში შენ ამ ადმაინებს უფრო ხშირად ხედავ გადასღებ მოედანზე ვიდრე მეგობრებსა და ოჯაის წევრებს და უფრო მეტს იზიარებ ამ ადამიანებთან ერთად, ერთმანეთისთვის უფრო ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანები ვხდებით, მე მრთლა ძალიან მიყვარს ჩემი გუნდი, ჩვენ მხიარული და შეხმატკბილებული გუნდი ვართ, მე ბედნიერი ვარ როდესაც გადაღებაზე მივდივარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
რა არის ის ფაქტორები რამც შენ ამ პროექტზე გათქმევინა დიახ?
ბურჩი: პირველ რიგში ეს იყო სცენარი, თუ შენ სცენარის წაკითხვისას პერსონაჟში შენ თავს ხედავ, თუ მოგწონს მისი ენა, მისი ქმედებები, მისი სტილი, ეს პირველია რაც მოქმედებს შენზე. შემდეგი ფაქტორებია: მსახიობები, რეჟისორი, არხი, პროდიუსერი ეს ყველაფერი მინიშველოვანი ფაქტორებია.
შენი პერსონაჟი თანაგრძნობაში ძალიან პოპულარულია. რაზე ახდენ კონცენტრირებას ცხოვრებაში როდსაც ჰქმნი შენს პერსონაჟს?
ბურჩი: ყველას აქვს თავისი მეთოდი თუ როგორ შემოიტანონ მათი ცხოვრებისეული ხასითი პერსონაჟში. მაგალითად მე ვცდილობ დავწერო ის ენა რასაც შემდეგ ჩემი პერსონაჟის ხასიათში გამოვიყენებ, ვცდილობ ყველაფერს პერსონაჟის თვალით შევხედო და ისეთი რეაგირება მოვახდინო როგორსაც ის მოახდენდა. ეს მხოლოდ რამოდენიმე ეპიზოდს წაიღებს სანამ სულით ხორცამდე გაჯდება ხასიათში. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის გადასაღებ მოედანზე თავი კონფორტულად ვიგრძნო და ის რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონაჟის ხასიათიც ბუნებრივი უნდა იყოს.
როგორი ხასიათს როლებია უფრო ადვილად და რთულად სათამაშო?
ბურჩი: მე ყველაზე მეტად მომწონს წინააღმდეგობრივი როლების თამაში, მაგრამ არ შემიძლია გავაკეთო სხვაობა რთულსა და ადვილ როლს შორის.
საპნის ოპერებში, ფილმებში და სატეელევიზიო შოუებში მუშაობისთვის მაღალი ტემპია საჭირო როგორ ახერხებ რომ სამუშაო შენთვის სასიამოვნო იყოს?
ბურჩი: ვცდილობ სასაცილო რაღაცეები გავაკეთო და მხიარულება შევიტანო იქ სადაც ვარ ამ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე. ბევრს ვუსმენ მუსიკას, როცა მე კონცენტრაცია მჭირდება ან როდესაც ვამზადებ როლს მუსიკა მაბედნიერებს. იმ დღეებში როდესაც გადაღება არ მაქვს ვცდილობ ქალაქიდან გავიდე, ეს გაქცევები მეხმარება ამოსუნთქვაში, მაგრამ გადასაღები მოედანი ჩემი მოედანია. ასევე ვცდილობ მხიარულად გავატარო დრო ჩემ მეგობრებთან ერთად, რომელიც ჰგავს ჩემ თამაშს კამერებთან, მე ძლიან მსიამოვნებს და მაბედნიერებს ჩემი სამუშაო, უძილობა, დაღლილობა, დეპრესია დიდად არ ახდეს ჩემზე გავლენას.
რა არის ყველაზე რთული აქსპეტები შენს სამუშაოში?
ბურჩი : თითო ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს 120 წუთს ყოველ დღე მთელი კვირა, ყველანაირ პირობებში, სიცხეში, სიცივეში, მაშინაც კი თუკი ავად ხარ, ამიტომ ეს ყველაფერი მოითხოვს არადამიანურ ძალას. ეს რთული პირობები ვრცელდება მთელ გუნდზე. რამდენჯერმე იყო შემთხვევაც რომ გადასაღებ მოედანზე წვეთოვანით ვიყავი. მაშინაც კი როდესაც შენ დაიმახსოვრე გვერდები, ფრაზები და ხვდები რომ დაღლილობისგან რაღაც გავიწყდება, უნდა შეძლო და შეინარჩუნო შენი ენერგია. მართლა შეუძლებელია გააკეთო ეს საქმე, თუ შენ ეს არ გიყვარს. თამაში (მსახიობობა) სიყვარულის ერთ-ერთი კატეგორიაა და მე შეყვარებული ვარ ჩემ საქმეზე.
რას ფიქრობ თურქეთში არსებულ მდომარეობაზე სერიალებთან და ფილმებთან მიმართებაში?
ბურჩი: თურქეთში ბოლო პერიოდში დიდი განვითარება მოხდა ტექნოლოგიებისა და ტექნიკის თვლასაზრსით. ვფქირობ რომ, რამოდენიმე ჩვენი შოუს და ფილმების წარმატება საზღვარგარეთ ამ პროგრესისი მტკიცებულებაა. გუნდები და კომპანიები უფრო მედტად პროფესიონალები ხდებიან და მაღლა ადიან. მე თვლი რომ, სამუშაო პირობები და გარემო უნდა შეესაბამებოდეს ადამიანურ პირობებს. ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი რომლებიც ჩემი პროგნოზით დიდებულ სამუშაოებს შეასრულებენ.. მე იმედი მაქვს რომ, ეს სფერო კიდევ უფრო და უფრო მაღლა წავა.
''სიმშვიდე ყველგან მნიშვნელოვანია''
არის ისეთი უცხოური ფილმები და სერიელბი, რომლებიც განსაკუთრებულად მოგწონს? და ითამაშებდი თუ არა ნებისმიერ როლს მათში?
ბურჩი : '' სამეფო კარის თამაშები'', ''ბრეიქინგ ბედი'', და ''ნამდვილი დეტექტივი'' ეს სი სერიალებია რომლის ყურებითაც მე სიამოვნებას ვიღებ. ხანდახან რამოდენიმე დღით ვრჩები სახლში და მთლიან სეზონს ვუყურებ ხოლმე. რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით ვითმაშებდი მათში. ასევე სიამოვნებით ვითამაშებდი რაიმე როლს ტიმ ბარტონის შესანიშნავ ფილმებში, ეს იქნებოდა ძლიან მხიარული და კრეატიული.
ძლიან მშვიდი და წყნარი პიროვნება ხარ, რა მოგწონს შენ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ბურჩი: ცოტათი მშვიდი და ცოტათი გიჟი ვარ, ბევრი ენერგია მაქვს, ზოგადად ბედნიერი და მშვიდი ადამიანი ვარ, სიმშვიდე მნიშვნელოვანია სახლშიც და სამსახურშიც, ვფიქრობ რომ, რაც არ უნდა მოხდეს უნდა შეძლო და გაიღიმო ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ ვცდილობ ხშირად გავიღიმო, პირად ცხოვრებაშიც ისეთივე ვარ, როგორიც ყველგან ვჩანვარ, არ ვარ გაფუჭებული და დეპრესიული, მიყვარს სიცოცხლე და ცხოვრება, ყოველთვის ვაბალანსებ ჩემს ემოციებს. სხვა დანარჩენის შემთხვევაში დინებას მივყვები.
საკუთარი თავისთვის დრო გააქვს?
ბურჩი: ამ მომენტში არ მაქვს ბევრი დრო საკუთარი თავისთვის, მაგრამ როდესაც დრო მაქვს ჩემი საყვარელი საქმიანობა ახალი ადგილების აღმოჩენა და ახალი სურნელის შეგრძნება. როდესაც მე მაქვს ხოლმე სამ დღიანი დასვენების დღე და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვასრულებ მძიმე კვირას მართლა ვიღებ სიამოვნებას საზღვარგარეთ დასვენებით. ამ ზაფხულს მე კეიტბორდით სრიალი დავიწყე. მე და ჩემმა მეგობრებმა ზრვის ნაპირზე ჩემ სახლში დავისვენეთ. იქ ყოფნა და კეიტბორდით სრიალი ჩემთვის ერთგვარი თერაპიის სახეობაა.
სად იყავი ბოლოს სამოგზაუროთ?
ბურჩი: სულ ცოტახნის წინ მეგობრებთან ერთად ვიყავი კოპენჰაგენში
იმოგზაურებ შენ ჩვენ ჟურნალთან ერთად? შეგიძლია გვიამბო შენს შთაბეჭდილებებზე?
ბურჩი: რათქმაუნდა, მე ვიმოგზაურებ თქვენთან ერთად თურქეტშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თქვენი გეგმები კომფორტულია და როგორცკი დრო მექნება მზად ვარ ეს ერთგვარი უპირატესობა იქნება ჩემთვის.

imageimageimage


0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0