x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ეგვიპტეში ნაპოვნია 3 ათასზე მეტი წლის ქვიშაში დაკარგული ქალაქი

image




სამხრეთ ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვიშაში დაკარგული ქალაქი, რომელიც 3, 4 ათასზე მეტი წლისაა. - იუწყება Al Balad-ი.





გამოცემაში აღნიშნულია, რომ ქალაქი ამენხოტეპას III– ის მეფობის დროს შეიქმნა. ეს ქალაქი ტუტანხამონის და აიას(მითოსური ქვეყანა) დრომდე არსებობდა.





"მრავალი უცხოური მისია ეძებდა ამ ქალაქს, მაგრამ ვერ იპოვა. ჩვენ დავიწყეთ ტუტანხამონის სამარხის მიმდებარედ ძებნა, რადგან ამ ადგილას ნაპოვნია ჰორემჰებასა და აიას ტაძრები."- აცხადებს არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი, დოქტორი ზაჰიმ ჰავასი.







მისივე თქმით, ქალაქს ათონის ამაღლება უწოდეს. ეს იყო უდიდესი ადმინისტრაციული და სამრეწველო დასახლება ეგვიპტეში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ლუქსორში.





ჰავასის თქმით, გათხრები გასული წლის სექტემბერში დაიწყო. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ტუტანხამონის სამარხის აღმოჩენა. ორიოდე კვირის შემდეგ ქვიშის ქვეშ ალიზის აგურის შენობები გამოჩნდა. არქეოლოგთა გუნდი გაოცებული დარჩა საკმაოდ დიდი ქალაქის სამარხის პოვნით.




”ეს ყველაფერი კარგად იყო დაცული, სახლების კედლები თითქმის ხელუხლებელი იყო, მრავალი ოთახი ჭურჭლით იყო სავსე, თითქოს მაცხოვრებლები უბრალოდ წავიდნენ და ყველაფერი თავის ადგილზე დატოვეს.” - დასძინა ჰავასმა. ის ამბობს, რომ არქეოლოგიური ფენები ხელუხლებელი დარჩა ათასობით წლის განმავლობაში.




0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0