x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყება

image

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე 12 აპრილიდან დაიწყება, ისრაელის და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას 1 წლით შეძლებენ.



ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:



განათლება:
• საშუალო სკოლა დამთავრებული;
• სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
• ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა




ზოგადი მოთხოვნები:



• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არმქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).იქ დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.




სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს.წლის ბოლომდე იგეგმება იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება.



დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დასაქმების სააგენტოს ფეისბუქგვერდს ან დარეკოთ 1505-ზე.

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0