x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ქალიშვილებმა დედა დამარხეს,თუმცა 12 წლის შემდეგ ცოცხალი დაუბრუნდათ
image

- გოგო, ნახე, ეს დედაშენის ჯინსი ხომ არაა? შეგიძლია იცნო?


ნასტია, რომელიც მაშინ 12 წელი უსრულდებოდა, მჭიდროდ ჰქონდა ხელი ჩაკიდებული მონაზონზე, რომელიც დედის გაუჩინარების შემდეგ გოგონასა და მის უფროს დას უვლიდა. -


-2009 წელი იყო, დედა ორი წლის დაკარგული იყო . მახსოვს, იმ ჭუჭყიან ჯინსებს ვუყურებდი, ცრემლები ღვარღვარით ჩამომდიოდა. ვხვდებოდი, რომ ფორმიანი ძია ამ კითხვებს უმიზეზოდ არ სვამდა, იგი თვლიდა, რომ დედაჩემი დაიღუპა. ცრემლები მოვიწმინდე, შარვალი ყურადღებით დავათვალიერე და ვუპასუხე: „არა, დედაჩემს ასეთი არ ჰქონდა“, - იხსენებს 24 წლის ანასტასია იაგფაროვა.




მაგრამ ნასტიას უფროსმა დამ, ანიამ, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, იცნო დედის ნივთები. ორი დღის შემდეგ, უფასთან მდებარე მონასტერში დახურული კუბო მიიტანეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ ქალის ცხედარი იქვე ტყეში იპოვნეს. მათი ინფორმაციით, იქ გვამი თითქმის ორი წლის განმავლობაში იწვა. გარდაცვალების თარიღი დაემთხვა ნატალია აკიმოვას გაუჩინარების მომენტს.


ნატალიამ და მისი ორმა ქალიშვილმა მონასტერს 2007 წელს მიაკითხეს. ქალმა ტირილით აღნიშნა, რომ, ქმარი 2003 წელს გარდაეცვალა, საცხოვრებელი ბინა აღარ აქვს და სამუშაოც ვერ იშოვნა.



ნატალია მონასტერმა შეიფარა, მისცეს სამუშაო მონასტრის სამზარეულოში და მისთვის და გოგონებისთვის პატარა სახლი გამოყვეს.



- მახსოვს, დედაჩემს მამაჩემის შემდეგ საყვარელი ჰყავდა. იგი დედას სცემდა. ჩვენ უბრალოდ მონასტერს შევაფარეთ თავი. მაგრამ დედასთან ერთად მცირე ხნით ვიცხოვრეთ, ორიოდე თვე. მას შესთავაზეს ტაძრისთვის სეფისკვერების გამოცხობა და გაგზავნეს სამედიცინო კვლევაზე უფაში. ახლაც მახსოვს მისი თვალები. ჩაგვეხუტა მე და ანიას და წავიდა, - იხსენებს ნასტია.


გოგონებს მას შემდეგ დედა აღარ უნახავთ და უცებ ისეთი საშინელი აღმოჩენა ტყეში. ქალი დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, მონასტრის უკან.



- ანია დედას გლოვობდა, მაგრამ ნასტიას ცრემლიც კი არ ჩამოუგდია. მან მითხრა, რომ ის დედამისი არ იყო.გინდა დაიჯერეთ და გინდ არა და მღვდელს, რომელმაც მიცვალებული აზიარა, ზუსტად იგივე შეგრძნება ჰქონდა. მას რამდენჯერმე აერია სახელი და ნატალიას ნაცვლად ნადეჟდას ამბობდა. შემდეგ მან თქვა, რომ ასეთი რამ პირველად შეემთხვა და სახელი ნადეჟდა თავისით ამოტივტივდა. მას შემდეგ ჩვენ ორივეს ვიხსენიებდით- ნატალიასაც და ნადეჟდასაც, - იხსენებს მონასტრის წინამძღვარი დედა ევტროპია.


2009 წელს, დედის დაკრძალვისთანავე, დებს გადაეცათ დედის გარდაცვალების მოწმობა. ასე რომ, ისინი სრულიად დაობლდნენ. გოგონებს მონასტერში ვეღარ ინახავდნენ და ამიტომ სხვადასხვა ბავშვთა სახლებში გადააგზავნეს.

image

- უბრალოდ ინტუიციურად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დედა ცოცხალი იყო, რომ ის სადღაც ახლოს იყო. თავიდან ველოდი, რომ თავისით გამოჩნდებოდა: მოვიდოდა და ბავშვთა სახლიდან წამიყვანდა. შემდეგ გავიზარდე, თვითონ გავხდი დედა, ახლა სამი შვილი მყავს. მისი პოვნა სოციალური ქსელების საშუალებით შევეცადე. პოლიციაში წასვლაც კი მინდოდა, მაგრამ როგორ უნდა დამხმარებოდნენ, თუ ბაზაში ასეთი ადამიანი არ არის- ის ხომ კვდარია, - ამბობს ანასტასია.


ამის შემდეგ სასოწარკვეთილმა ქალმა წერილი მისწერა პროგრამა «Пусть говорят". რედაქციამ ძებნა დაიწყო, თუმცა გარდაცვლილი ქალის პოვნის იმედი არავის ჰქონდა. პირველი არხის ჟურნალისტები უფაში გაემგზავრნენ დების სხვა ნათესავების მოსაძებნად და.... თავად ნატალია აკიმოვა იპოვნეს!


50 წლის ქალბატონი თურმე თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა უფას გარეუბანში მდებარე უსახლკაროთა სარეაბილიტაციო ცენტრში. ის აქ მზარეულია: ის ფაფებს და სუპებს ამზადებს. მოხალისეებმა იგი გასულ ზაფხულს ადგილობრივ მატარებლის სადგურში იპოვნეს.


ქალს სიტყვა არავის უთქვამს მონასტერში მიტოვებული ქალიშვილების შესახებ. სამაგიეროდ იცოდა საკუთარი "სიკვდილის" შესახებ. 2012 წელს ნატალია პოლიციამ დააკავა, რომელიც იმ დროისთვის ოფიციალურად გარდაცვლილი იყო.

ქალმა, რომელმაც საკუთარი ქალიშვილები მიატოვა, სხვისი შვიდი წლის ბიჭუნა მოიტაცა. ნატალიამ სათამაშო მოედანზე შენიშნა ბიჭუნა საკმაოდ შეძლებული მრავალშვილიანი ოჯახიდან და შეიტყუაბინაში, სადა ცმორიგ საყვარელთან ერთად ცხოვრობდა. პირველკლასელის მამამ, უფაში ცნობილმა ბანკირმა, იმავე დღეს ფეხზე დააყენა მთელი ქალაქი. ბავშვი მეორე დილით იპოვნეს.

"სიკვდილმა" ვერ იხსნა ნატალია სისხლის სამართლის საქმისგან. 2012 წელს სასამართლომ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბავშვის გატაცების გამო, მაგრამ განაჩენი შემგომ პირობითით შეუცვალეს.( დაკავების შემდეგ გაირკვა ყველაფერი, რა დროსაც მისი სიკვდილის ანულირება მოხდა და მისცეს ახალი პასპორტი)

მაგრამ ამ ქალბატონმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, მან განაგრობდა სმას, არ ცხადდებოდა პოლიციაში აღრიცხვაზე, რის გამოც 2016 წელს საბოლოოდ ქალთა კოლონიაში უკრეს თავი, სადაც 2020 წლამდე დარჩა.

image

ნატალია როგორც გატაცებულ ბიჭზე, ასევე მიტოვებულ ქალიშვილბზე ასე იმართლებს თავს:

"იმ ბიჭს უბრალოდ ვაჭამე. რაც შეეხება ლოთობას, ეს ყველაფერი ტყუილია, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დავლიე".


მიტოვებულ ქალიშვილებზე კი ამბობს:

"- მონასტრიდან უფაში რომ წავედი, საშინელ ავარიაში მოვყევი. მანქანამ პირდაპირ გზაჯვარედინზე დამარტყა. ექვსი თვე საავადმყოფოში ვიწექი, ლაპარაკი და სიარული ხელახლა ვისწავლე. მეხსიერება დავკარგე, დამავიწყდა არამარტო ჩემი ქალიშვილები, არამედ საკუთარი თავის შესახებაც არაფერი ვიცოდი."


სინამდვილეში არავითარი ავარია და ამნეზია არ მომხდარა. ქალი უბრალოდ გაიქცა მონასტრიდან. მთელი ამ წლების განმავლობაში ის იცვლიდა საყვარლებს და ლოთობდა. მიტოვებული ქალიშვილები არც მახსოვდა. ახლა ის ტირის და პატიებას ითხოვს.

მკვდრეთით აღმდგარი დედის პირველი შეხვედრა ანასტასიასთან შედგა პროგრამა «Пусть говорят" ის სტუდიაში. ნატალია მუხლებზე დაემხო და ტირილით შენდობა სთხოვა.როგორც ჩანს ნასტია იწამა ამ მონანიების.

image

- დედაჩემს მაშინვე ვაპატიე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ცოცხალი იყო, თუმცა ჩემ გარშემო არავის სჯეროდა და ეგონათ, რომ გიჟი ვიყავი. უკვე გადავწყვიტე, რომ დედას ჩემთან წავიყვან. მე და ჩემი მეუღლე ახლა სახლს ვაშენებთ, იქ ყველასთვის საკმარისი სივრცეა, - თქვა ანასტასიამ.

image

რაც შეეხება უფორს ქალიშვილს ანიას, ის ვერ პატიობს დედას და ჯერჯერობით არაა მზად მას შეხვდეს.


მაგრამ ვინ მარხია ნატალიას ადგილზე?


უფის პოლიციას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს. როგორც გაირკვა, აკიმოვას დაპატიმრებისთანავე პოლიციამ გვამის ესგუმაცია მოახდინა, თუმცა იმ ქალის ვინაობის მაინც ვერ დაადგინეს, ამავე დროს, პოლიციამ თავი არც შეიწუხა, რომ ნატალაის გოგონებისთვის ეცნობებინათ სიმართლე.




0
334
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0