x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსოფლიოში ყველაზე გრძელფრჩხილებიანი ქალი 28 წლის შემდგომ პირველად ეწვია "მანიკურშას"

image













მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრჩხილების პატრონს ისინი 1990-იან წლების მერე არ შეუჭრია. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.

აიანა უილიამსი ამერიკული ქალაქის, ჰიუსტონის მკვიდრია, ტეხასის შტატიდან და იგი 28 წლის განმავლობაში იზრდიდა ფრჩხილებს. 2017 წელს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა იგი აღიარეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონად. იმ დროისათვის აიანას ხელის ფრჩხილების სიგრძე შეადგენდა 5.76 მეტრს. უილიამსმა 20 საათი და 2 სავსე ფლაკონი ფრჩხილების ლაქი დახარჯა მანიკურზე (ფრჩხილების მოწესრიგებაზე). 2021 წელს მისი ფრჩხილები კვლავ გაზომეს და უკვე 7. 33 მეტრი იყო. უილიამსი ყოველ ჯერზე რამდენიმე დღეს უთმობდა მანიკურს (ფრჩხილების მოწესრიგებას) და უკვე 3-4 ფლაკონი ლაქი სჭირდებოდა. ყველაზე გრძელი ფრჩხილი დიდ თითზე 70 სანტიმეტრამდე ჰქონდა.

საბოლოოდ აიანა უილიამსის ფრჩხილების მოსაჭრელად ხელოსნებმა გამოიყენეს დრემელის ხელის გრავიურა, რომელსაც აქვს საჭრელი ბორბალი. უილიამსმა აღიარა, რომ მოენატრებოდა თავისი გიგანტური ფრჩხილები, თუმცა ესმოდა მათთან დამშვიდობების აუცილებლობაც. უჩვეულოდ გრძელი ფრჩხილების გამო, ამერიკელი ქალბატონი ვერ რეცხავდა ჭურჭელს, ვერ აფენდა ზეწარს ლეიბზე. მას სულ იმაზე უწევდა ფიქრი, როგორ გაეკეთებინა საქმე ისე, რომ ფრჩხილები არ მოტყდომოდა და არ დაზიანებულიყო.

"ფრჩხილებით თუ მათ გარეშე მე ვრჩები დედოფლად. ჩემი ფრჩხილები როდი განსაზღვრავენ, როგორ გამოვიყურები მე, მაგრამ მე კი ვწყვეტ, როგორ გამოიყურებოდეს ჩემი ფრჩხილები", - განაცხადა უილიამსმა.

როგორც ამბობს, აპირებს ფრჩხილების ისევ გაზრდას, ოღონდ მხოლოდ 15 სანტიმეტრამდე. უილიამსის მოჭრილი ფრჩხილები გამოფენილი იქნება ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს მუზეუმში.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ისტორიაში ყველაზე გრძელი ფრცხილების პატრონად მიიჩნევა ასევე ამერიკელი ლი რედმონდი. ამ უკანასკნელს ჰქონდა 8.6 მეტრი სიგრძის ფრჩხილები, რომელიც 2009 წელს ავტოკატასტროფაში დაკარგა.












image





















image






















0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0