x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
მანქანის ქვეშ მოყოლილი 10-მეტრიანი პითონის გადასარჩენად მთელი სოფელი გამოვიდა

image













ინდონეზიის კუნძულ სულავესზე 10 მეტრი სიგრძის პითონი გადაარჩინეს. მას მანქანამ გადაურა და ბორბლების ქვეშ მოჰყვა. 2018 წელს ამ შემთხვევის ვიდეოც კი გავრცელდა. იგი ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო. ინცინდენტი მოხდა სულავესის სამხრეთით, სოფელ ბასოკანთან ახლოს. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები საავტომობილი გზაზე მოძრაობდა და მაშინათვე შეამჩნია გიგანტური გველი, რომელიც სავალ ნაწილზე გადავიდა. მოქალაქემ სწრაფადვე სცადა დამუხრუჭება, თუმცა პითონი წინა ბორბლებში მაინც მოჰყვა და მანქანა მერე გაჩერდა.

10-მეტრიანი პითონი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ბორბლებიდან გამოსასვლელად დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე ბასოკანის მცხოვრებლები მოგროვდნენ. რამდენიმე მამაკაცმა აიღო გველი კუდით და გამოთრევას ცდილობდა ბორბლებიდან, მაგრამ ქვეწარმავალი არ იძვროდა. ამიტომ მანქანის ქვეშ ჩახედვა და გველისათვის ჯოხით შეჩხიკინება მოუწიათ.

საბოლოოდ გიგანტური პითონი უვნებლად გამოიყვანეს მანქანის ბორბლებიდან და გადასცეს სპეციალისტებს, რომლებიც გველის პოპულაციის დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნავენ. უჩვეულო "ავარიის" გამო, მაგისტრალი დროებით დაკეტილი იყო, ხოლო შემდგომ ყველაფერი ჩვეულებრივ ჩადგა წესრიგში.















image

1
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
243
  
9 აპრილი, 5:06
აუ რამხელა სიდედრია,ეტყობა სიძეს მაგრად უყვარს.
0 1 1