x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში მდებარე პაატა გოგელიას ბაღნარი - რომ არა პანდემია იგი უამრავ დამთვალიერებელს მოიზიდავდა

image საქართველოში მოწესრიგებული ეზოებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ის რაც ზუგდიდის ერთერთ სოფელში მცხოვრებმა დეკორატორმა ბატონმა პაატა გოგელიამ შექმნა წლების მანძილზე მიწიერ სამოთხედ შეიძლება აღიქვათ.
ესაა სილამაზის, პროფესიონალიზმისა და გემოვნების ნაზავი, სადაც თითოეული მცენარის ადგილი გათვლილია და წინასწარაა დაგეგმილი თუ როგორი იქნება გაზრდის შემდეგ.
მათემატიკური სიზუსტით გასხლული მცენარეებს შორის გაყვანილ ბილიკებს თითქოს ზღაპრულ სამყაროში გადაყავხართ და არ გინდათ რამე გამოგრჩეთ, არ გინდათ თვალი მოწყვიტოთ საოცარი სინატიფის ადამიანის ქმნილებებს.
საინტერესო ისაა, რომ ბატონი პაატა თავის შედევრებს წლების მანძილზე ქმნიდა, იყო შემთხვევები როცა მას მეზობლები ეუბნებოდნენ მოცლილი ხარ, თორემ ამაზე როგორ კარგავ დროსო, მაგრამ დღეს იგივე ადამიანები თავად მიგასწავლიან ამ სახლის მისამართს და არც ეზოს სილამაზით გამოწვეულ ემოციას დამალავენ თქვენთან.
დასანახი და მოსაწონი მართლაც ბევრია. ეზოში 200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის მცენარე და ხე-მცენარეა გახარებული, თან თითოეულ მათგანს, როგორც უკვე ავღნიშნე საერთო დაგეგმარებაში თავისი ადგილი აქვს მიკუთვნებული.
სანამ სახლამდე მიხვალთ წინ ასეთი ლამაზი ხედი დაგხვდებათ.
image imageimageimageimageimageimageimageimageimage











0
61
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0