x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ფოლადის" ბესარიონ ჯუღაშვილიც კი ჩავარდნილა დეპრესიაში, არათუ რიგითი მოკვდავნი

image

თვითმხილველების ცნობითб 1941 წლის 29 და 30 ივნისს სტალინი არ გამოჩენილა - იგი დეპრესიაში იმყოფებოდა გერმანიასთან ომის წარუმატებელი დასაწყისის გამო.
მითითებულ დღეებში სტალინი მართლაც არ ჩანდა, რასაც მის დღიურში სტუმრობების აღნიშვნების არარსებობაც ადასტურებს. ამ დროისთვის დასავლეთის ფრონტი ფაქტიურად მოიშალა და ამბობენ რომ სტალინი შეშინდა.
ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ ვისაც წაუკითხავს, ემახსოვრება ფრაგმენტი, როდესაც დათვებზე მონადირეს ეკითხებიან, ეშინია თუ არა სანადიროდ მარტო სიარული. კი, საშიშია, ვიდრე დათვს არ შეხვდები, მერე კი ყველაზე მთავარია დათვი არ გაგექცეს, შიშისთვის დრო აღარ რჩება, პასუხობს მონადირე.
სტალინის დეპრესიაც შიშს კი არა, იმის გაცნობიერებას უკავშირდებოდა, რომ პირადად მისი ომია წაგებული. ომი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდა, ჩაითრია ჰიტლერი ისეთ რთულ ინტრიგაში, რომლიდანაც ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ დააღწია... კი, წითელმა არმიამ ომი ბერლინში დაასრულა, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც სტალინი გეგმავდა.
პირველ დარტყმას ყოველთვის თვითონ აყენებდა მოწინააღმდეგეებს. გამოსვლებში კი მუდმივად იმეორებდა "მშვიდობა, მშვიდობა", არ ითხოვდა სისხლს და სკალპებს. ამხანაგი სტალინი ყველაზე მშვიდობისმოყვარე ჩანდა. ზინოვიევი ლაპარაკობდა სისხლსა და სიკვდილზე; ბუხარინი ამბობდა, რომ დახვრეტებია ახალი ადამიანის გამოყვანის საუკეთესო მეთოდი; ტროცკის ამბები ყველამ იცის... სტალინი კი ყოველთვის მშვიდად, რბილად ლაპარაკობდა, მერე უეცარი დარტყმა და დასრულებულია ყველაფერი.
ამჯერად კი, პირველად ისტორიაში, მას დაასწრეს - პირველად მიაყენეს დარტყმა, რომელმაც მთელი მისი გეგმები ჩაშალა. სწორად ამტკიცებდნენ მარქსი და შემდეგ ლენინი - კომუნიზმი და კაპიტალიზმი ერთად ვერ იარსებებს, ან ერთი იმარჯვებს, ან მეორე. ივნისში სტალინი მიხვდა, რომ წითელი არმია მეორე მსოფლიო ომს ატლანტიკის სანაპიროებზე ვეღარ დაასრულებდა, ბერლინი კი ომისთვის, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული, წაგებას ნიშნავდა.
6
219
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
219
  
2021, 18 აპრილი, 22:55
კაი გოგო ხარ, კაი!
2021, 10 აპრილი, 8:14
საიდან მოიტანეთ,რომ მეზიზღებიან:) იმას ვამბობ,რაც სიმართლეა და ეს ზიზღი არაა. დიდი ხანია,რაც ადამიანებს,სახელმწიფოებს იმედებს აძლევენ და მერე იკიდებენ. ხომ წავიდა ლუდოვიკოსთან ორბელიანი და რა მიიღო იქედან? 1918-21 წლებში რატომ არ გვაღიარეს? თქვენი სტატია წავიკითხე და ბევრი რამე ცოდნიათ ქართველებზე,ხოდა არ იცოედნენ რო დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით? ნახევარი ევროპა და აზია მიერთა საბჭოთა რუსეთმა,მერე ამბობდნენ ტირანიაო. ასევე იყო გერმანიის მაგალითზეც. რაღა შორს წავიდეთ,ბრიტანეთი უმდიდრესი და უძლიერესი იმპერია იყო,არც გერმანია და საფრანგეთი უჩიოდნენ რამეს პირველ მსოფლიო ომამდე,მაგრამ აშშ წაკიდა ერთამენთს,დაასუსტა და პირველობა მოიპოვა. თან მოიგო ის ომი,რომელშიც არსც უომია ფაქტიურად. ევროპელები ტვინთამთხვეული ხალხია და ზედმეტად კონსერვატიული ღირებულების მატარებელი. თუ მოწონებაზეა,ბასკები მომწონს,ლივერპულელები და არა თვითონ ქვეყანა ბრიტანეთი. ირლანდილებზეც კარგი წარმოდგენა მაქვს,შოტლანდიელებისგან განსხვავებით. ზიზღით არცერთი რასა არ მეზიზღება,არც კანის ფერით ვანსხვავებ ადამიანებს და არც მათი რელიგიური კუთვნილებით. უბრალოდ,საქართველოში გადამეტებული წარმოდგენა აქვთ ევროპელებზე და მათ ჩადენილ საქმეეებზე.
2021, 9 აპრილი, 21:56
ბატონო მონადირევ, ძალიან გეზიზღებიან ევროპელები. შძგიძლიათ ერთმნიშვნელოვნად დამისახელოთ, ვინ მოგწონთ? რომელი რასა, რომელიც ერი?
2021, 9 აპრილი, 18:39
გამნაღმველი ვარ და სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში, მაგრამ ბორმანქანის ხმას ვერ ვეგუები. :)
2021, 8 აპრილი, 22:49
ფოლადის კაცი ტყუილად ხო არ შეარქვეს. არ ვამბობ,რომ არაფრის ეშინოდა,შეიძლება თაგვის ან ქათმის ეშინოდა ან ისეთი რაღაცის,რაც უფრო სასაცილოა. მეგობარი მყავს,ვისაც ომებში და სხვადასხვა მისებში აქვს მონაწილეობა მიღებული,უშიშრობისთვი მედლებიც აქვს,მაგრამ ქათმის შიში აქვს ბავშობიდან.ჩემთვის სასაცილოა ეს ამბავი,რანაირად უნდა გეშინოდეს ქათმის და ომში უშიშარი იყო ან ტყვიების წვიმაში პირველი გარბოდე?! რას გაუგებ სამხედრო პირებს და სტალინიც მებრძოლი იყო. ის კასტუმი პიარისთვის კი არ ეცვა,მართლა ეგეთი იყო და მართლა სჯეროდა კომუნიზმის. ჩვენ არ მოგვწონს და ტირანს ვეძახით,მაგრამ სამხედრო კუთხით მისაბაძი იყო. ჯარმა იცოდა რო მათნაირი იყო და ამას დიდი მნიშვნელი აქვს ამ სფეროში. ზოგადად,მთავარსარდალმა უნდა იცოდეს,რას გრძნობს მისი ჯარისკაცი წინა ხაზზე და ეს უნდა იცოდეს იმ კონკრეტულმა ჯარისკაცმა. ქაჯები კი არ იყვნენ ჩვენი მეფეები,რო მოაჯდებოდნენ ცხენს და პირველები გარბოდნენ საომრად.
2021, 8 აპრილი, 22:37
არ ვიცი,ეშინოდა თუ არა სტალინს და არც ის ვიცი,რატომ არ ჩანდა. ერთი კი ვიცი,რომ სტალინი ელოდა გერმანიისგან თავდასხმას და უბრალოდ,მან არ იცოდა,როდის დაარტყავდა გერმანია. ეხლა რო მშვიდობის ეტალონებათ მოაქვთ თავი დასავლელ ლიდერებს,მათი წინამორბედები ასე არ ფიქრობდნენ. მთელი ძალით ცდილობდნენ ხელი არ შეეშალათ გერმანიის და იაპონიის სამხედრო ხარჯების გაზრდისთვის,რაც მათ სსრკთან დაპირისპირებას გამოიწვევდა და ორ კურდღელს ერთად მოკლავდნენ. ამიტომა მოაწერა ხელი სტალინმა თავდაუსხმელობის შეთანხმებას და გაიყვეს ომში მიწები. შეუძლებელია არ ცოდნოდა სტალინს ჰიტლერის მიზნების შესახებ და არც მოკავშირედ განიხილავდა. უბრალოდ,გაოცებული დარჩა,რატომ დაარტყა საფრანგეთის და ბრიტანეთის ბრძოლის პარალელურად,გაოცებული იყო ჰიტლერის სულელური გადაწყვეტილებით. ამით ჰიტლერმა განაჩენი გამოუტანა საკუთარ მიზნებს. დამიჯერეთ,ადამიანი უამრავი გადასახლებიდან გამოქცევას და ტაიგებში გადარჩენას შეძლებს,მას ვერცერთი ომი ვერ შეაშინებს. ამიტომაც არ მჯერა,რომ ძია სტალინს ეშინოდა რამის,მით უფრო ჰიტლერის. ომი მიდიოდა და ვერ გამოვიდოდა პრესკომფს ვერ მოაწყობდა ყოველ საათში. არავის უნდა სცოდნოდა,სად და რას აკეთებდა იმ პერიოდში. ჩვენი გადასახედიდან ლიდერის ჩაკეტვა შიშს ნიშნავს,მაგრამ სსრკზე გვაქვს საუბარი და ტვინნაღრძობს ჰიტლერთან ომზე. არაფერია გასაკვირი,თუ ვიღაცეებმა არ იცოდნენ,სად იყო იმ პერიოდში. მთავარია,ჟუკოვს და სხვა სამხედრო პირებს ეცოდინებოდათ ეგ ამბავი. მე რო მთავარსარდალი ვიყო და ომში ჩართული სახელმწიფოს მეთაური,არც მე დავიწყებდი წარამარა გამოჩენას. კულტურის და სპორტის მინისტრს არ გავაგებინებდი ჩემს ადგილსამყოფელს,არც ჟურნალისტებს და არც ოპოზიციას. ომში მნიშვნელოვანია,რა ხდება სამხედრო შტაბში და ფრონტზე,სხვა დანარჩენი მეასე ხარისხოვანია,მათ შორის ლიდერის ადგილმდებარეობა.
0 1 6