x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110370
  • ვიდეო:352052
  • სურათი:480650
გადაიკითხეთ შორენა ბეგაშვილის ყველაზე ეპატაჟური სკანდალები:

იხილეთ შორენა ბეგაშვილის ყველაზე ეპატაჟური სკანდალები:

იხილეთ შორენა ბეგაშვილის ყველაზე ეპატაჟური სკანდალები:

მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია და მისი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის თემა.

5 ყველაზე ეპატაჟური სკანდალი, რომელშიც შორენა ბეგაშვილი გაეხვა:

1.ქართული პრესა ბევრს საუბრობდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს და შორენა ბეგაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა. შორენამ სოციალურ ქსელში განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად აშუქებდა იმას, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.

მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შორენამ ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

2.ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც თიკო სადუნიშვილს „იმედზე“ გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. სწორედ მაშინ მოხდა დაპირისპირება თიკოსა და შორენა ბეგაშვილს შორის.

ერთ-ერთ საღამოზე უცხო მამაკაცთან ერთად მისულ შორენას, მიკროფონიანი თიკო სადუნიშვილი შეეჩეხა და ჰკითხე თუ ვინ იყო ეს მამაკაცი.შორენამ პასუხს თავი აარიდა, თუმცა ამას თიკოს მიერ გაკეთებული უხამსი რეპლიკები მოჰყვა და ეს გახდა თიკოსა და შორენას შორის დაპირისპირების მიზეზი.

ინტერნეტში ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსიც კი გამოაქვეყნა.

3.ერთ-ერთი სამაუწყებლო პორტალი მსახიობის ყოფილ მამამთილს დაუკავშირდა.

როგორც გაირკვა შორენას ყოფილი მამთილი საქციელს უწუნებდა, არ მოსწონდა გაშიშვლების ხარჯზე გაპოპულარულებული ყოფილი რძალი.მოხუცმა ამის შესახებ, ვრცლად ისაუბრა და ფარული ჩანაწერები ინტერნეტში გამოქვეყნდა.

4.პლასტიკური ოპერაციები

ხალხი ბევრს საუბრობდა, მის პლასტიკურ ოპერაციებზე.

თვითონ შორენა კი ყველაფერს უარყოფს, რის დასამტკიცებლადაც სოციალურ ქსელში ძველი ფოტოებიც კი ატვირთა. ჟურნალ "რეიტინგის" მტკიცებით მსახიობმა პლასტიკური ოპერაციები ესთეთიკურ მედიცინის ცენტრ "მედიში" გაიკეთა. მან განაცხადა, რომ იქ მისულ ნებისმიერ პაციენტს შეუძლია კომპიუტერში იხილოს ოპერაციამდელი შორენა.

5.ლაშა ბარათელი

სულ რამდენიმე თვეა, გახდა ცნობილი, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზეა შეყვარებული.ამან საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ხალხმა ლაშა ბარათელის ცხოვრების მთავარი ნაწილებიც არ დატოვა უყურადღებოდ.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0