x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ხაჭოს რბილი და ჰაეროვანი ორცხობილა
image


მომზადების დრო: 30წუთი
ცხობის დრო: 15-20 წუთი
ულუფის რაოდენობა: 3-4


ინგრედიენტები:


ხაჭო (ნებისმიერი ცხიმიანობის) — 180 გრ.
ფქვილი — 200-230 გრ.
შაქარი — 70 გრ.
ვანილინი ან დარიჩინი — 0, 5 ჩ. კ.
მარილი — 1 მწიკვი
გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ.
სოდა — 0, 5 ჩ. კ.
კვერცხი — 1 ცალი
ზეთი — 4 ს. კ.
ალუბლის (ბალის) კომპოტი ან მურაბა — სურვილის შემთხვევაში


მომზადება:


I. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ზეთი, მარილი, ვანილინი და კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ ხაჭო > ფქვილს შეურიეთ სოდა და გამაფხვიერებელი > თასში მოთავსებულ მასას ფქვილი ხელით შეაზილეთ.
II. ხაჭოს ცომი რბილი და პლასტიკური უნდა იყოს. შეახვიეთ ის სამზარეულოს აპკში და 10 წუთი დაასვენეთ.
III. დაყავით გუნდებად ცომი > გააბრტყელეთ და დაყავით 8 სეგმენტად.


image


IV. მიღებული სამკუთხედები ერთმანეთზე დააწყეთ და ცენტრში ხის ჩხირით დააწექით.



image

image


V. ფრთები გაუშალეთ და მიეცით ნაძვის ხის ფორმა.


image


VI. ფიგურის წვერი წრიულად შემოატრიალეთ და თან თითით დააწექით > ჩაღრმავებაში მოათავსეთ ალუბალი ან ბალი > მოათავსეთ ორცხობილის ცხიმიწასმულ საცხობ ფირფიტაზე.


image


VII. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image


VIII. სუფრაზე მიტანის წინ, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

imageimageimageimageimageimageimage



0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0