x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110371
  • ვიდეო:352052
  • სურათი:480650
როგორი უებარი მკურნალების იმიჯი გვქონია მედეას შთამომავალ ქართველებს რუსების თვალში! და შედეგი, რომელსაც ფეიკ რეკლამებით ვიღებთ ქართველები

image574794422


რუსულ საიტებზე სხვადასხვა ფეიკ რეკლამებია, სადაც ამა თუ იმ მედიკამენტის ყოვლისშემძლეობაზე აკეთებენ აქცენტებს და ეს ყოვლისშემძლე პრეპარატები მუდამ ქართველების სახელით გადის: ჩვენი ინტერნეტსივრცე აფეთქებულა გაახალგაზრდავების მეთოდით. აბა სადა? ვერა ვხედავ...

სოკოვანის ასეთი უებარი საშუალების შესახებ, რომელიც 1 დღეში აქრობს სოკოს, გაგიგიათ ვინმეს?

image


ქართველმა უროლოგმა პროსტატიტის სამკურნალო საშუალება აღმოაჩინა. და ქართველებმა ამის შესახებ არაფერი ვიცით? და ამ უროლოგმა როდის მოასრო უროლოგიაში დასპეციალისტება, როცა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის ჰაბიტუსი აქვს?

image

ოფთალმოლოგთან მისვლა აღარ დაგჭირდებათ, ქართულმა აფთიაქებმა საოცარი მედიკამენტი გახსნეს. და ყოველი მეორე ქართველი სათვალით დადის.

image
image
მოკლედ, ჩვენ მოგვიხდენია რევოლუცია ფარმაციაში, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, როცა ამ რეკლამას წამოგებულ მომხმარებელს შკვეთით პლაცებო მიუვა ან მისი საბანკო ანგარიშის ნომერი გატყდება?



რა მიზნს ემსახურება მსგავსი ფეიკ რეკლამები გასაგებია?



მაგრამ გაუგებარია, რატომ ქართველი და არა მაგალითად, სომეხი, ან უფრო იქით, ყაზახი, ან ბელორუსი? არის თუ არა ამის მიზეზი ერთდროულად ქართველების მიმართ ზიზღი და ქართველების დიდი ავტორიტეტის ბრალი რისების თვალში? ფაქტია, რომ რუსი ჰაკერები ქართველების იმიჯს მიწასთან ასწორებენ რუსი თანამოქალაქეების თვალში. ვიღაც გახსნის ამას, შეუკვეთავს, საკუთარ მონაცემებს გადაუგზავნის და მალე მისი ანგარიში ტყდება ან კიდევ მიუვა წამალი, რომელიც ღორის ქონია და მხოლოდ სალას მაგივრობას თუ გაწევს, არათუ დაავადებას უმკურნალებს. და გაბრაზებული და სასოწარკვეთილი მომხმარებელი ქართველების მიმართ ცხრასართულიან გინებებს აფქვევს, ილანძღება და ზიზღი კიდევ უფრო უღრმავდება... კი, მზიანი საქართველოს მიმართ არა - ქართველების მიმართ. მზიან საქართველოზე ხომ ოცნებას ვერ წყვეტენ საუკუნეებია!

7
265
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
9 აპრილი, 16:57
იაფფასიანი სისულელეები აქვთ ხოლმე
8 აპრილი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

8 აპრილი, 23:38
ამ პირველ ფოტოს რომ დახედავთ, გულზე არ გიხრაჭუნებთ> მე კი... რამ დამადებინა, მაგრამ ზუსტად ასეთი მღრღნელი მატლები არიან ისინი, ვინც ასე გალპობენ ავტორიტეტით და იმიჯით
8 აპრილი, 23:35
ვაიმე, რა ყველამ წიხლქვეშ უნდა გაგვიგდოს და მოგვაწმინდოს ტურტლიანი ხელები!
8 აპრილი, 19:57
ხარკოვში დააკავეს თაღლითი, რომელსაც ათობით ოჯახი ჰყავდა გადაგდებული. რომ დააკავეს ქართველი ვარო განუცხადა, ხარკოვის ცენტრალური რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ქართველია და ქართულად დაუსვა კითხვები, რომ ვერ უპასუხა მერე როგორც იციან მიფერთხეს და აღიარა სომხობა. :)
8 აპრილი, 19:54
ფეიკ საიტების ფილტრი გაააქტიურეთ თუთიკო და ვერ დაინახავთ.
ზუგდიდელი ექიმის სურათი მოუპარავთ და ლამის მსოფლიო დონის აღმოჩენა მიაწერეს, მისი სახელით კი რაღაც გაუგებარი წარმოშობის მალამოს არეკლამებდნენ გასაყიდად. :)
8 აპრილი, 18:56
რუსებს მაგდენი ჭკუა არ აქვთ. მე დარწმუნებული ვარ მაგას სომხები აკეთებენ, პირადად მე ბევრჯერ მყავს გამოჭერილი სომეხი როცა არაკაცობას აკეთებდა და ქართველობას იბრალებდა.
0 1 7