ელიზაბეტ ტეილორის დაუჯერებელი სილამაზე იშვიათი გენეტიკური მუტაციის შედეგია და აი რატომ
ჰოლივუდის ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი სილამაზის ეტალონი იყო ყველასთვის. იმ პერიოდში, როდესაც გოგონა სამსახიობო კარიერას იწყებდა, პლასტიკური ოპერაციები ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული, მისი გარეგნობა კი ძლიერ განსხვავდებოდა დანარენი კოლეგებისგან. ერთხელ, ფილმის( “ლესის დაბრუნება“) ქასთინგზე რეჟისორმა სთხოვა ტეილორს, მაკიაჟი მოეშორებინა, მან კი გაიღიმა და უპასუხა, რომ საერთოდ არაფერი ესვა.
რა იყო ელიზაბეტ ტეილორის საიდუმლო?
პასუხი მარტივია - ელიზაბეთს იშვიათი მუტაცია ჰქონდა დისტიქიაზი. ეს ანომალია საკმაოდ იშვიათია და 1 000 000 ში მხოლოდ ერთს ხვდება. მას ახასიათებს წამწამების მეორე რიგის ამოსვლა, რაც თვალებს განსაკუთრებით მეტყველს ხდის. ასევე ელიზაბეტს თვალების ძალიან განსხვაავებული ფერიც ჰქონდა, ლურჯი, მეწამული ელფერით.
მაგრამ, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს. სიკვდილამდე მსახიობი მრავალ დაავადებას ებრძოდა, რომლებიც ზოგიერთი ექიმის ვარაუდით სწორედ მის მუტაციასთან იყო კავშირში. მას ჰქონდა გულის პრობლემები, სახსრების ჩანაცვლების ოპერაციები, ტვინის ოპერაციები, საშვილოსნოს ოპერაცია და პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.
მსახიობი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა 2011 წელს.