x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
შეერთებული შტატები მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება-სამხედრო ექსპერტი
image




ამერიკელი სამხედრო მიმომხილველი კრის ოსბორნი ყვება, თუ როგორ ემზადებიან შეერთებული შტატებში მესამე მსოფლიო ომისთვის. მან თავისი აზრი გამოთქვა გამოცემა The National Interest-ში.







მისივე თქმით, აშშ-ს საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებს წვრთნებს, სადაც ხდება სიმძლავრის მასშტაბური დაპირისპირება დიდ სახელმწიფოებს შორის. ასე რომ, აშშს-ს Red Flag ВВС მანევრირება ხდება კარგად შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემებით და მაღალტექნოლოგიური მეხუთე თაობის თვითმფრინავებით.





აშშ-ს საჰაერო ძალების ანგარიშის თანახმად, სწავლების მიზანი არის შეერთებული შტატების სამხედროებისა და მისი მოკავშირეების მომზადება ახალი თაობის "მრავალდონიანი ომისთვის".







”საჰაერო საბრძოლო ტაქტიკა კვლავ რჩება Red Flag -ის სავარჯიშო სცენარების მთავარ აქცენტად, მაგრამ ისინი ასევე ითვალისწინებენ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს სივრცეში და კიბერსივრცეში. ამრიგად, შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ რეაგირებისთვის, რათა, გადალახონ მტრის ყველა დაბრკოლება მისიის წარმატებით შესრულებისთვის.“- ციტირებს სტატიის ავტორი მოხსენებაში.






მან აღნიშნა, რომ მტრის საჰაერო თავდაცვის აღკვეთა მნიშვნელოვანი მისიაა აშშ-ს საჰაერო ძალებისათვის. ამასთან, ეს შეიძლება გართულდეს კოსმოსურ სივრცესა და კიბერსივრცეში.





გასულ შემოდგომაზე ჩეხეთის სამხედრო დაზვერვამ აღიარა მესამე მსოფლიო ომის ალბათობა. გლობალური კონფლიქტის შესაძლო დაწყების მიზეზებში დასახელებულია ტექნოლოგიის აქტიური განვითარება და დაძაბულობა ზესახელმწიფოებს, შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლო გლობალური კონფლიქტი მომზადების პროცესშია.





2019 წლის ნოემბერში, გადამდგარმა თურქმა გენერალ-მაიორმა ოსმან ფამუკოღლუმ განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია და მისი ძირითადი მონაწილეები გახდებიან შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. მან აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფო შეიძლება გაერთიანდეს მესამის წინააღმდეგ.

0
496
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0