"ინსტაგრამერები" რომლებსაც ზედმეტი მოუვიდათ საკუთარი სურათების ფოტოშოპით რედაქტირებისას და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი
სოციალურ ქსელებში წააწყდებით უამრავ სურათს, სადაც ადამიანები მეტისმეტად უცნაურად გამოიყურებიან.
საუბარია ადამიანის გარეგნობასთან სრულიად შეუსაბამო გარეგნობის ადამიანებზე, რომლებმაც იმისათვის რომ კარგად გამოიყურებოდნენ ფოტოშოპით დაამუშავეს საკუთარი სურათები ატვირთვამდე.
მოგეხსენებათ ნებისმიერ საქმეს ცოდნა უნდა, ფოტოშოპის გამოყენებასაც ცოდნა უნდა წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების დასაცინად გაიხდით თავს ისევე, როგორც ამ სტატიის "გმირებმა", რომლებმაც მართალია ფოტოშოპის გამოიყენეს, მაგრამ ზღვარი ვერ დაიცვეს და თავი მეტისმეტად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს.
სოციალური ქსელებში ასატვირთი სურათებისათვის ფილტრების გამოყენებამ აი რა შედეგი გამოიღო.
ზედა სურათზე ხედავთ შეუსაბამოდ ვიწრო წელის მქონე გოგონას რაც ფილტრის დამსახურებაა და არა ამ გოგოს სპორტული ვარჯიშების.
ამ გოგომ კი სცადა ფეხები გაეზარდა ფოტოშოპის დახმარებით და კი ხედავთ ობობასავით სუსტ ფეხებიან გოგოს.
ამ ბიჭმა ფოტოშოპის დახმარებით ისე გაიზარდა სხეულზე კუნთები, რომ თავი სხეულთან შედარებით წერტილი გეგონებათ.
მარცხენა სურათი ფოტოგრაფის საიტზეა, მარჯვენა კი მოდელის გვერდზე, აშკარად ჩანს ფოტოშოპით სხეულის კორექციის და ფეხების დაგრძელების კვალი.
როცა ფოტოშოპის ასწორებთ ნაოჭებს, გირჩევთ სარკესთან არ გადაიღოთ სურათი, ის არაა თქვენი მოკავშირე, არც მტერია უბრალოდ რეალურად გადმოგვცემს ყველაფერს.
რომ იყოს ასეთი ნომინაცია "ყველაზე თეთრი კბილები მსოფლიოში"-ეს ბიჭი გაიმარჯვებდა.
დიდება ფოტოშოპს.
ინსტაგრამერმა გოგონამ "გადაიღო" სურათი შრი-ლანკაში სპილოებთან ოღონდ ეს სპილოები რატომღაც აფრიკულებია.
არა და თავის გვერდზე ეს ქალი იფიცება ჩემი თვალებიაო, დავიჯეროთ?
ბუნებაში არ არსებობს იდეალურად დაჭიმული და გადატკეცილი კანი, სხეულს აქვს ფორები რომლითაც ასე ვთქვათ "სუნთქავს" სხეული რაც ავიწყდებათ "ინსტაგრამერებს".
აქ იმდენად "გადაამლაშა" ფოტოშოპით სურათის დამუშავებისას ამ ამერიკელმა გოგომ ფლორიდიდან, რომ საგონებელში ჩავვარდი, რატომ ხალხო, რატომ ან რისთვის?
ამ ფერადკანიან ქალს იმხელა გავა და "ტამტამები" აქვს ფოტოშოპის გარეშე შეეძლო თავისუფლად დაედგა ღვინით სავსე ფუჟერი.
მაცივრის ფოტოშოპირება პირველად ვნახე. "აავსო ხორაგით" ამ გოგომ, რას ვერჩი!
ანორექსიან ადამიანს შეიძლება ასეთი ფეხები ჰქონდეს და ამაზეც იფიქრო, მაგრამ ასეთი ჯინსები გინახავთ ვინმეს?
ისეთი "გამჭოლი" მზერა აქვს ამ გოგოს, რომ გრძელ თმებში ღიობიც კი გაუკეთებია.
ალბათ ასე გამოიყურება ეშმაკის თანაშემწე ანუ არ ახლო ფოტო რედაქტორს ხელი როცა მისი გამოყენება არ იცი.
ეს მე სათამაშო თოჯინა მეგონა და თურმე ცოცხალი ადამიანია, აი რა მოსდევს ზედმეტ ფოტოშოპს.
ქალური მაცდურობა-სამივე სურათზე ერთი ადამიანია და სამივეზე განსხვავებული.
მარცხენა სურათზე ჩინელი პოპ-ვარსკვლავია მის გვერდზე, მარჯვნივ კი მისი სურათი რედაქტირების გარეშე.
კიდევ რამდენიმე სურათის დადება და ამ გოგოს წელი ნემსის სისქის გახდება, მადლობა ვის? რა კითხვა უნდა ამას-ფოტოშოპს ბუნებრივია.
ცნობილ კადრში "ცაიკვეხა" ამ გოგომ თავი, მაგრამ კადრმა ის უცხო სხეულივით არ მიიღო, რაც ეტყობა კიდეც სურათს.
ჩინელ გოგოებს უყვართ გრძელი და სწორი ფეხები, მაგრამ სადაა? ამ დროს მაშველად ფოტოშოპი ევლინებათ ხოლმე.
აქ ცოტა დავიძაბე, მიზეზს თავად მიხვდება მკითხველი იმდენად შეუსაბამო კადრია.
ამ გოგომ ფოტოშოპში "სტელს" ტექნოლოგია აღმოაჩინა და ცხვირი პრაქტიკულად უხილავი გახადა.
მოგვატყუა მისი ჭკუით, მაგრამ მეორე სურათი მაინც წაეშალა.
რომ დავუჯეროთ ამ გოგოს სურათს, შინაგანი ორგანოები არ უნდა ჰქონდეს, მუცლის ღრუ ამას არა აქვს და სად ექნება?
არ იციან ამის თაობაზე ჯერ, თორემ პირდაპირ "ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის" რომელიმე დიდ კლუბში მიიღებენ.