x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ინსტაგრამერები" რომლებსაც ზედმეტი მოუვიდათ საკუთარი სურათების ფოტოშოპით რედაქტირებისას და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი

image სოციალურ ქსელებში წააწყდებით უამრავ სურათს, სადაც ადამიანები მეტისმეტად უცნაურად გამოიყურებიან.
საუბარია ადამიანის გარეგნობასთან სრულიად შეუსაბამო გარეგნობის ადამიანებზე, რომლებმაც იმისათვის რომ კარგად გამოიყურებოდნენ ფოტოშოპით დაამუშავეს საკუთარი სურათები ატვირთვამდე.
მოგეხსენებათ ნებისმიერ საქმეს ცოდნა უნდა, ფოტოშოპის გამოყენებასაც ცოდნა უნდა წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების დასაცინად გაიხდით თავს ისევე, როგორც ამ სტატიის "გმირებმა", რომლებმაც მართალია ფოტოშოპის გამოიყენეს, მაგრამ ზღვარი ვერ დაიცვეს და თავი მეტისმეტად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს.
სოციალური ქსელებში ასატვირთი სურათებისათვის ფილტრების გამოყენებამ აი რა შედეგი გამოიღო.
ზედა სურათზე ხედავთ შეუსაბამოდ ვიწრო წელის მქონე გოგონას რაც ფილტრის დამსახურებაა და არა ამ გოგოს სპორტული ვარჯიშების.
ამ გოგომ კი სცადა ფეხები გაეზარდა ფოტოშოპის დახმარებით და კი ხედავთ ობობასავით სუსტ ფეხებიან გოგოს.
image ამ ბიჭმა ფოტოშოპის დახმარებით ისე გაიზარდა სხეულზე კუნთები, რომ თავი სხეულთან შედარებით წერტილი გეგონებათ.
image მარცხენა სურათი ფოტოგრაფის საიტზეა, მარჯვენა კი მოდელის გვერდზე, აშკარად ჩანს ფოტოშოპით სხეულის კორექციის და ფეხების დაგრძელების კვალი.
image როცა ფოტოშოპის ასწორებთ ნაოჭებს, გირჩევთ სარკესთან არ გადაიღოთ სურათი, ის არაა თქვენი მოკავშირე, არც მტერია უბრალოდ რეალურად გადმოგვცემს ყველაფერს.
image რომ იყოს ასეთი ნომინაცია "ყველაზე თეთრი კბილები მსოფლიოში"-ეს ბიჭი გაიმარჯვებდა.
დიდება ფოტოშოპს.
image ინსტაგრამერმა გოგონამ "გადაიღო" სურათი შრი-ლანკაში სპილოებთან ოღონდ ეს სპილოები რატომღაც აფრიკულებია.
image არა და თავის გვერდზე ეს ქალი იფიცება ჩემი თვალებიაო, დავიჯეროთ?
image ბუნებაში არ არსებობს იდეალურად დაჭიმული და გადატკეცილი კანი, სხეულს აქვს ფორები რომლითაც ასე ვთქვათ "სუნთქავს" სხეული რაც ავიწყდებათ "ინსტაგრამერებს".
image აქ იმდენად "გადაამლაშა" ფოტოშოპით სურათის დამუშავებისას ამ ამერიკელმა გოგომ ფლორიდიდან, რომ საგონებელში ჩავვარდი, რატომ ხალხო, რატომ ან რისთვის?
image ამ ფერადკანიან ქალს იმხელა გავა და "ტამტამები" აქვს ფოტოშოპის გარეშე შეეძლო თავისუფლად დაედგა ღვინით სავსე ფუჟერი.
image მაცივრის ფოტოშოპირება პირველად ვნახე. "აავსო ხორაგით" ამ გოგომ, რას ვერჩი!
image ანორექსიან ადამიანს შეიძლება ასეთი ფეხები ჰქონდეს და ამაზეც იფიქრო, მაგრამ ასეთი ჯინსები გინახავთ ვინმეს?
image ისეთი "გამჭოლი" მზერა აქვს ამ გოგოს, რომ გრძელ თმებში ღიობიც კი გაუკეთებია.
image ალბათ ასე გამოიყურება ეშმაკის თანაშემწე ანუ არ ახლო ფოტო რედაქტორს ხელი როცა მისი გამოყენება არ იცი.
image ეს მე სათამაშო თოჯინა მეგონა და თურმე ცოცხალი ადამიანია, აი რა მოსდევს ზედმეტ ფოტოშოპს.
image ქალური მაცდურობა-სამივე სურათზე ერთი ადამიანია და სამივეზე განსხვავებული.
image მარცხენა სურათზე ჩინელი პოპ-ვარსკვლავია მის გვერდზე, მარჯვნივ კი მისი სურათი რედაქტირების გარეშე.
image კიდევ რამდენიმე სურათის დადება და ამ გოგოს წელი ნემსის სისქის გახდება, მადლობა ვის? რა კითხვა უნდა ამას-ფოტოშოპს ბუნებრივია.
image ცნობილ კადრში "ცაიკვეხა" ამ გოგომ თავი, მაგრამ კადრმა ის უცხო სხეულივით არ მიიღო, რაც ეტყობა კიდეც სურათს.
image ჩინელ გოგოებს უყვართ გრძელი და სწორი ფეხები, მაგრამ სადაა? ამ დროს მაშველად ფოტოშოპი ევლინებათ ხოლმე.
image აქ ცოტა დავიძაბე, მიზეზს თავად მიხვდება მკითხველი იმდენად შეუსაბამო კადრია.
image ამ გოგომ ფოტოშოპში "სტელს" ტექნოლოგია აღმოაჩინა და ცხვირი პრაქტიკულად უხილავი გახადა.
image მოგვატყუა მისი ჭკუით, მაგრამ მეორე სურათი მაინც წაეშალა.
image რომ დავუჯეროთ ამ გოგოს სურათს, შინაგანი ორგანოები არ უნდა ჰქონდეს, მუცლის ღრუ ამას არა აქვს და სად ექნება?
image არ იციან ამის თაობაზე ჯერ, თორემ პირდაპირ "ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის" რომელიმე დიდ კლუბში მიიღებენ.
image

























0
1001
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1001