x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110403
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
ცნობილების კონფუზები: სელებრითები, რომლებიც სამოსის გამო საჯაროდ შერცხვნენ

image



უხერხულ სიტუაციებში დროდადრო ყველა ადამიანი ხვდება, თუმცა რიგითი ადამიანები კონფუზების "წყალობით" შესაძლოა მაქსიმუმ, გარშემომყოფების მხრიდან დაცინვის ობიექტები გახდნენ, აი, რაც შეეხება ვარსკვლვებს - აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. ისინი გამუდმებით პაპარაცების გაასმაგებული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც მხოლოდ იმის მოლოდინში არიან ცნობილი ადამიანები როგორმე არასახარბიელო მდგომარეობაში "გამოიჭირონ" რასაც წარმატებით ახერხებენ კიდეც. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას იმ ვარსკვლავურ ქალბატონებზე შევაჩერებ, რომლებმაც საკუთარი კაბების "წყალობითა" და რაც მთავარია პაპარაცების "ხელშეწყობით" თავი საჯაროდ შეირცხვინეს.





სოფია ვერგარა



image



კოლუმბიელმა ლამაზმანმა 2012 წლის "Emmy Award"-ისთვის იმდენად ვიწრო კაბა შეარჩია, რომ საბოლოოდ, ელვამ ვეღარ გაუძლო და მთელი თავისი "სიმდიდრე" საზოგადოების განხილვის თემად აქცია.






სოფი მარსო



image



2015 წლის კანის კინოფესტივალზე სოფი მარსოს კაბის თასმამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა და მსახიობი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების წინაშე დედიშობილა დატოვა.







ბელა ჰადიდი



image



ბელა ჰადიდმა კანის კინოფესტივალისთვის მეტისმეტად თამამი და "გულახდილი" წითელი, ატლასის კაბა შეარჩია, რომლის "წყალობითაც" მოდელმა საზოგადოების წინაშე საკუთარი სხეულის ყველაზე პიკანტური ნაწილების დემონსტრირება მთელი თავისი ბრწყინვალებით მოახერხა.







ლატიშა გრეისი



image



სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კამერისთვის ცეკვა დააპირა, მას კაბა პირდაპირ ეთერში ყველაზე უხერხულ ადგილას გაეხა.







ელიზაბეტა კანალისი



imageimage

ცნობილი იტალიელი მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ელიზაბეტა კანალისი ვენის საოპერო მეჯლისზე ცეკვისას იმდენად გაერთო, რომ საკუთარი კავალერისა და სხვა გარშემომყოფების სასიხარულოდ იმ "ღირსებების" ნათელი დემონსტრირება მოახდინა, რაც დამსწრე საზოგადოებას აშკარად არ უნდა ენახა.





ტონი ბრექსტონი



image


ამერიკელ მუსიკოსსა და სიმღერების ცნობილ ავტორს ტონი ბრექსტონს ერთ - ერთი მუსიკალური ნომრის შესრულებისას კაბა სცენაზე მოულოდნელად ჩაძვრა და მსმენელის წინაშე მოშიშვლებული "მეხუთე წერტილის" ამარა დარჩა.





ჯერი ჰოლიველი


image



როგორც ჩანს, კაბის არჩევისას ჯერიმ ქარიანი ამინდი ვერ გაითვალისწინა.







პამელა ანდერსონი


image



მალიბუს ცნობილი მაშველის მკერდმაც კონტროლი ყველაზე მოულოდნელ მომენტში დაკარგა, რითიც გარშემომყოფები შოკში ჩააგდო.




ჯენიფერ ლოურენსი


image



ჯენიფერ ლოურენსს სხვადასხვა სახის კაზუსები გამუდმებით ემართება. ასე მაგალითად, "SAG Awards"- ის პრემიერაზე მსახიობმა კაბას ფეხი შემთხვევით დაადგა, რომელიც ზედვე შემოეხა. იმ უხერხული სიტუაციებისგან განსხვავებით, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველებს ნაკლებად გაუმართლათ, ვინაიდან ჰოლივუდის ოსკაროსან ვარსკვლავს მათ მაინც ვერაფერი დაუნახეს.







რიტა ორა



image



რიტამ წვეულებისთვის ლამაზი, თუმცა საკმაოდ თამამი და გამომწვევი კაბა შეარჩია, შედეგად კი, მას მთელი საღამოს განმავლობაში მკერდი ხელით ეჭირა, რომელიც გარეთ "გადმოხტომას" მთელი ძალით ლამობდა.




0
860
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
860