x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბრალდებულის მამა შეურაცხადად ცნეს და ხონის ფსიქიატრიულში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს
image


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ-ს მამის მიმართ სასამართლოს განაჩენი ცნობილია.


გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზამ ბრალდებული მამაკაცი შეურაცხადად ცნო, მოსამართლემ მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.


შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს. ის არაადეკვატური ქცევებით ხშირად ანებივრებდა ქართულ მედიას. მისი შვილის დაკავების შემდეგ არასრულწლოვანის მამა სხვადასხვა სახის აქტივობებს ხშირად მართავდა და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა. მან მედიას წარუდგინა ყალბი მონაცემები, რომლებიც თითქოს საქმის მტკიცებულება იყო. მედია ასევე ავრცელებდა ტელეფონს, რომელიც თითქოს მედიამ იპოვა და იქ იყო მიმოწერა სადაც პოლიციის ზეწოლა ჩანდა მოწმის მიმართ. სინამდვილეში ეს ყველაფერი მოგონილი და განხორციელებული იყო საზოგადოებრივი აზრის სხვაგვარად ფორმირებისკენ.


.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

.

“კერძოდ: ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა, რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონისა და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

.

ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის – გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს ბრალდებული, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნას.

.

გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს საქმის ერთწრთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

,

ამასთან, ბრალდებულმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას – მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.

,

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0