x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110272
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480411
ედვარდ მუნკის თბილისელი "მადონა". რატომ არის დასაფლავებული თბილისში ნორვეგიელი მწერალი ქალი, რომელიც მუნკის მუზა იყო

imageთბილისში, კუკიის სასაფლაოზე ნორვეგიელი მწერლის საფლავს თუ გადააწყდებით, არ გაგიკვირდეთ. ეს სწორედ ის დანგი იუველია, რომელსაც მხატვარმა ედვარდ მუნკმა არაერთი ტილო მიუძღვნა.
“სიყვარულის ქალღმერთი “ ასე უწოდებენ ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, დაგნი იუველს. მწერალს, რომელმაც სახელი გაითქვა არა იმდენად თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით.

imageდანგი არა მარტო მუნკის შთაგონების წყარო იყო, არამედ სხვა მხატვრებიც ხშირად გამოსახავდნენ მის სილამაზეს ტილოებზე.
ეს ვისპიანსკის შემოქმედებაა, სადაც ქალის საოცრად ღმა თვალებია აღბეჭდილი. თვალები ხომ სულის სარკეა?!image


სასტუმროს, რომელშიც დანგი მოკლეს, მშრალ ხიდთან მდებარეობს და "გრანდ ოტელი" ჰქვია, დღეს მის ფასადზე განთავსებულია სარეკლამო აბრები, პირველ სართულზე არის ბავშვთა და კომპიუტერის მაღაზიები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. ამ სასტუმროსთვის ყველაზე შესაფერისი ანტიკვარული მაღაზიაა - შესასვლელთან ანტიკვარული ხალიჩებით და მინის ჭურჭლით სავსე საკიდებით.

imageვულფთორნის ტილო "დანგი"

შავი მარმარილოს ფილები კელდებზე და თეთრი მარმარილოს საფეხურები. სასტუმროს წარსულის ბრწყინვალებას, რომლის მეორე სართულზეც დაგნი იმყოფებოდა მხოლოდ წინა ეპოქის სტილის ფარნებს და აივნები შემორჩენია.

რა მოხდა ამ კედლებში 1901 წელს?. მემორიალური დაფა კი შეგვახსენებს, რომ ამ კედლებში მწერალი ქალის ტრაგიკულ სიკვდილს, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა აქ მეოცე საუკუნის დასაწყისში - კულისებში რჩება.

image

დაგნი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო - მწერალი, პიანისტი, მთარგმნელი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის დისშვილი. მაგრამ ის ისტორიაში შევიდა, როგორც დრამატურგების ავგუსტ სტრინდბერგისა და ჰენრიკ იბსენის ახლო მეგობარი. მისი ყველაზე ცნობილი საყვარელი იყო დიდი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი. ლეგენდარული "კივილის" ავტორი.


დანგი ოფიციალურად იყო დაქორწინებული პოლონელ მწერალ სტანისლავ პშიბიშევსკიზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილ-ვაჟი.

imageმუნკი. განცალკევება

ტიფლისში ცოლ-ქმარი ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟმა 25 წლის ვლადისლავ ემერიკმა დაპატიჟა კავკასიაში სამოგზაუროდ, მაგრამ სტანისლავ პშიბიშევსკი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაგნის სიყვარულის გამო ცოლ-შვილი მიატოვა, ახლა ერთდროულად ორი ქალით იყო გატაცებული და ბოლო მომენტში გადაიფიქრა კავკასიაში გამომგზავრება. იგი დაჰპირდა დანგის, რომ მოგვიანებით შემოუერთდებოდა. თუმცა საბედისწეროდ დააგვიანდა.


არადა, პშიბიშევსკიმ მუნკს დუელისკენაც კი მოუწოდა ერთ დროს ეჭვიანობის გამო. ამბიობდნენ, დულეში სწორედ მან დაუზიანა ხელი მხატვარსო, მაგრამ სინამდვილეში არაფერია ცნობილი მუნკისა და პშიბიშევსკის დუელის შესახებ. მართალია, მუნკს ხელი ნამდვილად დაშავებული ჰქონდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მეგობრებმა ედუარდს დანგის გარდაცვალების ამბავი აცნობეს. მუნკმა არ დაიჯერა, დაიწყო ჩხუბი, რის შედეგადაც ხელი დაიზიანა - მარცხენა ხელზე თითი დაკარგა. მოგვიანებით კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მათ თქვეს, რომ დაგნის ამბავი მისთვის დიდი შოკი იყო.

imageმუნკის ტილო "ეჭვიანობა"

დანგი 33 წლის იყო, როდესაც ტიფლისში ჩამოვიდა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მან ქართველ მამაკაცებში უმალ წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა; უცნობი თაყვანისმცემლების ყვავილების კალათების მორთმევა არ წყდებოდა "გრანდ ოტელში"

1901 წლის 5 ივნისის ღამეს ემერიკსა და იუველს შორის მოხდა ჩხუბი, რომლის მიზეზიც ეჭვიანობა იყო. ერთ დროს, მუნკმა ხომ დახატა დანგისადმი მიძღვნილი ამავე სახელწოდების სურათი?!.


imageდანგი მეუღლესთან ერთად

დილით სასტუმროში გასროლის ხმა გაისმა. დაგნის სიკვდილს მისი ექვსი წლის ვაჟი შეესწრო. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი გასროლა გაისმა - ემერიკმა თავი მოიკლა.

ვერავინ გაიგო, რატომ მოკლა ემერიკმა ქალი, რომელსაც ეტრფოდა. იყო ვერსიებიც, თითქოს მკვლელობა ქმარმა შეუკვეთა. ფსოქოლოგები ცდილობდნენ ეს საქციელი "ჰეროსტრატეს კომპლექსით" აეხსნა.

ემერიკი დანგის ქმრის მისამართით დატოვებულ წერილში წერს:

"მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა… ვკლავ იმ მომენტში, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელის”. პატარა ბიჭს კი დედის შესახებ ეუბნება: "ის, პირველი დედოფალი… შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ შენ იყავი მთელი მისი ცხოვრების გამართლება. უცნაურ აზრებს, რომლებსაც მასზე გაიგებ, ალბათ ნაკლებად უნდა ერწმუნო. ის იყო წმინდანი, თან დედოფლური სიკეთით სავსე".

დაგნის ცხედარი დაკრძალეს 8 ივნისს, იმ დღეს, როდესაც 34 წლის უნდა გამხდარიყო.

დანგის ქმარმა, პოლონელმა მწერალმა სტანისლავ პშიბიშევსკიმ დაგნის სიკვდილის შემდეგ უძღვნა წერილი სათაურით "როცა მზე ჩადის":

"მისი ტრაგედია სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად."

1902 წელს მან გამოაქვეყნა დრამა
ოქროს საწმისი", სადაც ერთმანეთში გადახლართულია სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი, შვილის მამობის სათუობა, მიტევება, მოვალეობის გრძნობა ოჯახისა და ბავშვების წინაშე.

ეს დანგის მუზეუმია ნორვეგიაში, სადაც კედლები სავსეა მისი პორტრეტებით თაყვანისმცემელი მხატვრებისგანimage

1
343
9-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
343
  
8 აპრილი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1