x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სენსაცია: პალეონტოლოგებმა დინოზავრის ცისფერი კვერცხები აღმოაჩინეს

image













პალეონტოლოგებმა დინოზავრის კვერცხები აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ დინოზავრებს არა მხოლოდ თეთრი, არამედ ფერადი (ცისფერი) კვერცხების დადებაც შეეძლოთ, ისევე, როგორც დღეს ფრინველებს. გაქვავებული დინოზავრის კვერცხები, რომელიც დღეს გვხვდება, ჩვეულებრივ მუქი ყავისფერია, მაგრამ ეს ფერი მათ შეიძინეს ჟანგის, რკინის ოქსიდების ნაწილაკების გამაგრებისა და ფიქსაციის პროცესში. ამ ფონზე ძალიან უცნაურია გვიანი ოვირაპტორების კვერცხების შეფერილობა. ბუმბულით დაფარული ეს დინოზავრები პატარა სირაქლემებს ჰგავდნენ და დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და ჩინეთში მათი ასობით კვერცხი აღმოაჩინეს, აშკარად მოლურჯო-მომწვანო შეფერილობის. იყო თუ არა ეს კვერცხების ბუნებრივი ფერი თუ რაიმე სახის მინერალებით შევსების დროს მიიღეს მომწვანო-მოლურჯო ელფერი? საკითხის გასარკვევად იელის პალეონტოლოგებმა ყურადღება მიაქციეს თანამედროვე ფრინველების ცისფერ კვერცხებს, როგორიცაა, მაგალითად, ზოგი სახეობის სირაქლემა. როგორც ცნობილი ხდება, პიგმენტი ბილივერდინი კვერცხს აძლევს მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას, ხშირად მოწითალო-მოყავისფრო პროტოპორფირინთან ერთად.











image

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0