x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
როგორ დაფრინავენ ფარშევანგები - ალბათ, ეს საოცარი სანახაობა ჯერ არ გინახავთ

image














ფრინველთა სამეფოში ბუნებამ ყველაზე უხვად დააჯილდოვა ფარშევანგები. თითოეულ მათგანს ამშვენებს 200-ზე მეტი ფერადი გრძელი ბუმბული, რითაც ეს ფრინველი არა მხოლოდ პარტნიორების ყურადღებას იპყრობს, არამედ ადამიანებისა და მათი ფოტოკამერებისაც. ფარშევანგს საოცრად ლამაზი შებუმბვლის გარდა აქვს სხვა უპირატესობაც: ალბათ, ბევრს გინახავთ, როგორ დადის იგი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფარშევანგს ფრენაც შეუძლია. მართალია, ფარშევანგები ამას საკმაოდ უხალისოდ აკეთებენ, როგორც წესი, მხოლოდ მტაცებლის მოახლოების გამო, თავდაცვის მიზნით. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, გრძელი კუდი სულაც არ უშლის ამ ფრინველს ხელს აჩქარებასა და ჰაერში აფრენაში. მანძილი, რომლის დაფარვაც ფარშევანგს ფრენისას შეუძლია, დიდი არაა, მაგრამ ფრენის სიჩქარე საათში 16 კმ.-მდე აღწევს.

ნახეთ როგორ გამოიყურება ჰაერში აჭრილი ფარშევანგი ფრენის პროცესში:












image













image















image
















image











image

0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0