x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110272
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგიდან, მსოფლიოს 50 უნიჭიერესი ფეხბურთელის სიაში მოხვდა. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე

image რუსულ პორტალზე წავაწყდი სტატიას ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, სადაც სტატიის ავტორიც და მკითხველებიც ძალიან თბილ კომენტარებს წერენ ნიჭიერ ქართველზე.
იშვიათად ხდება როცა რუსეთის პრემიერ ლიგის მონაწილე რომელიმე გუნდის ფეხბურთელი ხდება ცნობილი საერთაშორისო დონეზე, თუმცა გატყდა ნავსი და იტალიური პორტალის " Ulitmo Uomo" ტოპ 50-ში ერთბაშად ორი ფეხბურთელი მოხვდა.
თუმცა განსაკუთღებული აქცენტი პორტალზე გაკეთდა პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლის თამაშის ხარისხი შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება, ქართველი ფეხბურთელი განიცდის სწრაფ პროგრესს რამაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდები "მილანი" და იუვენტუსი" დააინტერესა.
იტალიელების შეფასებით ქართველი ფეხბურთელის დრიბლინგი გულგრილს არავის ტოვებს, ფეხბურთელი კი ბოლომდე იხარჯება ნებისმიერ შეხვედრაში, თან "ვარსკვლავის სინდრომიც" არ აწუხებს, თამაშობს ლაღად და თავისუფლად.
კვარაცხელიას მწვრთვნელმა კარგად აუღო ალღო ქართველი ფეხბურთელის დადებით მხარეს და დააყენა იმ ფლანგზე, სადაც ის პრაქტიკულად თავისუფალია ბურთის მიღებამდე, ბურთის მიღების შემდეგ კი მასში თითქოს რაღაც ფეთქდება, სწრაფი ილეთებით იტოვებს უკან მოწინააღმდეგეებს და გააქვს ულამაზესი გოლები.
და მაინც ვინაა ფეხბურთელი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა, ზვავივით წალეკა რუსეთის პრემიერ ლიგაში მონაწილე გუნდების მცველები და გააქვს ულამაზესი გოლები, თუნდაც ისეთი, როგორიც "სოჭს" გაუტანა.
ხვიჩაა ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეს სთავაზობს საკუთარ მონახაზს, ცვლის შეხვედრისას თამაშის ტემპს, სტილს და მანერას.
ხვიჩას მამაც ყოფილი ფეხბურთელია და ზოგადად ოჯახი ყველანაირად უჭრს მხარს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში.

ხვიჩას ძმა და მშობლები
image

0
84
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
84