x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110264
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
ინდური მელოდრამის სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში-დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო თავისი დაკარგული ქალიშვილი იყო

image

ჩინელმა ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟის ქორწილში პატარძალი იყო დიდი ხნის წინ დაკარგული საკუთარი ქალიშვილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიის დროს ქალმა შეძლო ეცნო საკუთარი ქალიშვილი, რომელსაც მას მრავალი წლის წინ დააშორეს, ხელზე თანდაყოლილი ხალით.


იქ დამსწრე სტუმარი გახდნენ მოწმეები, თუ როგორ მოეხვივნენ ტირილით პატარძალი და დედამისი ერთმანეთს. მოულოდნელი შეხვედრა მოხდა 31 მარტს სუჯოუში, ძიანსუს პროვინციაში, იტყობინება Times News Now.

image

აღსანიშნავია, რომ ქორწილი გაგრძელდა და არ ჩაიშლა, რადგან აღმოჩნდა, ბიჭი ნაშვილები იყო და ცოლ-ქმარს შორის ნათესაობრივი კავშირი არ არსებობდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ვაჟი, 20 წლის შემდეგ, ქალიშვილის მრავალწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იშვილა.თუ როგორ დაიკარგა ბავშვი, წყარო არ იტყობინება.

1
190
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
8 აპრილი, 10:49
სულ გამაჟრიალა, ეს ხომ სასწაულია :-)
0 1 1